კოსმოსიმეცნიერება

უცხოპლანეტელები

მეცნიერების ყველაზე დიდი საიდუმლოა, არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარეთ. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ დედამიწაზე არსებული სიცოცხლე უნიკალურია მთელ სამყაროში, მაგრამ ბევრ მათგანს ალბათ არანაირი არგუმენტი არ აქვს, რადგან მთელი სამყაროს დათვალიერებას რამდენიმე მილიარდი წელი დასჭირდება, რაც ამ მეცნიერებს აშკარად არ ექნებოდათ. ასე რომ ვფიქრობ, ამ უზარმაზარ სამყაროში არსებობს მინიმუმ ერთი ცოცხალი ნაწილაკი დედამიწის გარეთ.
ხშირად გავყურებ ბნელ და უსასრულო ზეცას, სადაც უამრავ მანათობელ წერტილს ვხედავ და ვფიქრობ, იქაც არის ვინმე ჩემი მსგავსი, რომელიც იმავე წამს ცას აკვირდება და იგივეზე ფიქრობს? კი, მაგრამ ვინ არის იქ? იქნებ იქაც არის წყალი? ჰაერი? იქაც არიან ჩვენი მსგავსი ადამიანები? ჯუჯა და გიგანტი უცხოპლანეტელები? მფრინავი თეფშები? ამ სფეროს მეცნიერების ცალკე დარგი შეისწავლის და მას ასტრობიოლოგია ეწოდება. ნასა-ში ასტრობიოლოგია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მოდური პროფესიაა და დღესდღეობით უამრავი ასტრობიოლოგი იკვლევს უცხოპლანეტელებს.
მე გამიჩნდა იმედი, რომ ოდესმე ვიპოვით და შევხვდებით უცხოპლანეტელებს, რადგან უკვე შევძელით დედამიწიდან გასვლა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ უფრო შორსაც წავალთ. მაგრამ ზოგმა ასტრობიოლოგებმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უცხოები ჩვენ შორის არიან. შესაძლოა ისინი იყვნენ “ჩასახლებულნი” ექსტრასენსებში და ნათელმხილველებში, რაც მათ განსაკუთრებულ ნიჭს აძლევს. ეს მოსაზრება ჩემთვის ნაკლებად მისაღებია, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ.
ერთ-ერთი მტკიცებულება უცხოპლანეტელების არსებობისა არის დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა. სიცოცხლე თავისით არ გაჩენილა. ფუნდამენტური ნაწილაკები, რომელმაც სიცოცხლე წარმოშვა, ასტეროიდებმა მოიტანეს. სავარაუდოდ, დიდი აფეთქებისას მთელ სამყაროში ასტეროიდები ცვიოდნენ. ასე დაისეტყვა ჩვენი დედამიწაც და სხვა უამრავი პლანეტაც. იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი პირობები მისაღები აღმოჩნდა, სიცოცხლე წარმოიშვა, როგორც დედამიწაზე.
ასტრობიოლოგებმა დაიწყეს უცხოების ფორმაზე და ზომაზე მუშაობა. ამ ყველაფერზე დიდ გავლენას ახდენს გრავიტაცია. ძლიერი გრავიტაცია უცხოებს სავარაუდოდ ძლიერ დააპატარავებს და მათ უფრო მსუქნებს გახდის. მცირე გრავიტაცია კი მათ ნორმალურზე მაღლებს და სუსტებს გახდის (სავარაუდოდ, ისინი ცნობილ ფილმის “ავატარის” გმირებს – ნავის ხალხს დაემსგავსებიან), მაგრამ ჯერ სჯობს უმარტივესი მიკრობები ვიპოვოთ, შემდეგ – განვითარებული ჰუმანოიდები, ან მსგავსნი.
მეცნიერებმა ბევრჯერ სცადეს კონტაქტზე გასვლა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ კი დაიწყეს უცხოების ძებნა კოსმოსის მოსმენით. დღეს უკვე აშენებულია დიდი რადიობაზები, რომლებიც კოსმოსს უსმენენ. სამწუხაროა, მაგრამ სიგნალები ძლიერაა დაბინძურებული კოსმოსური ხმაურით (კვანტური პუნქტუაციებით). ერთხელ მოვახერხეთ, რომ მიგვეღო სიგნალი. სიგნალი გაიშიფრა და იმ ერთი გაშიფრული სიტყვის გამო მას WOW სიგნალი ეწოდა. ამის შემდეგ კი კოსმოსში დიდებულმა სიჩუმემ დაისადგურა.
იმედია მალე შევხვდები უცხოპლანეტელს და აუცილებლად მოგიყვებით!

ავტორი: ლორდი კობიტი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button