ბილეთების გამყიდველმა მსხვილმა აზიურმა სააგენტომ დაიწყო Bitcoin-ების მიღება Lightning Network-ით
ვიეტნამში დაფუძნებულმა სააგენტო Future.Travel-მა გადახდის შესაძლებლობების ჩამონათვალი შეავსო მეორე დონის Bitcoin Lightning Network-ით. მისი წყალობით შემცირდება დაჯავშნილი სასტუმროებისა და ავიაბილეთების საფასური, ნათქვამია პრეს-რელიზში.
Lightning Network-ის ტექნიკური მხარდამჭერია კანადური კომპანია Neutronpay. მისი მულტისავალუტო პლატფორმის გამოყენებით Future.Travel შეძლებს კრიპტოვალუტის მიღებას და დააკონვერტირებს მას გაყიდვის მომენტში არსებული ვიეტნამური დონგის კურსში.
ამჟამად Lightning Network-ის დახმარებით განხორციელებული ერთჯერადი გადახდის ღირებულება 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შემოიფარგლება.
„შესაძლებლობა – შევთავაზოთ მომხმარებელს უსაფრთხო ფინანსური ტრანზაქციები რეალური დროის რეჟიმში – ეს არის მთავარი პრობლემა მზარდ ონლაინ-ბიზნესში, რომელსაც ხალხი უნდა ენდოს. Lightning Network – ეს გახლავთ მომდევნო ნაბიჯი ხარჯისა და დროის შემცირებისთვის“ – განაცხადა Future.Travel-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ უოტსონმა.
მისი თქმით, Lightning Network-ის დანერგვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ამ პროტოკოლის მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებს უპირატესობა გააჩნია საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ასევე არ ეკისრება რაიმე სახის დამატებითი საკომისიო, გარდა ამისა, აღმოფხვრილია საბანკო თაღლითობის რისკი.
Future.Travel უკვე ახორციელებს გადახდებს Bitcoin-ით, ასევე დაემატა LTC-ის, BCH-ისა და ETH-ის მხარდაჭერა.