რას წარმოადგენს Lightning Network?
კონცეფცია Lightning Network (LN) შეიქმნა Joseph Poon-ის მიერ 2015 წელს. პროექტის ძირითადი არსი გამოიხატება საგადახდო პროტოკოლის შექმნაში, რომელიც გადაჭრის მასშტაბირების პრობლემას მეინჩეინის გამოყენების გარეშე. ამ პრობლემის წინაშეა Bitcoin-ის ბლოკჩეინი, თუმცა კონცეფციის გამოყენება შესაძლებელია სხვა კრიპტოვალუტებთანაც.
Lightning Network-ის დანერგვა გამოწვეულ იქნა სწორედ იმ შეზღუდულობიდან, რასაც აწყდება კრიპტოვალუტა. ამჟამად Bitcoin-ბლოკჩეინს შეუძლია წამში დაახლოებით 2-დან 7-მდე ტრანზაქციის დამუშავება. იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტების ეკოსისტემა იზრდება და ქსელს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება, შესაბამისად იზრდება ბლოკჩეინზე დამუშავებული ტრანზაქციების რიცხვიც. რაც უფრო დიდი და გადატვირთული ხდება ქსელი, ეცემა საერთო წარმადობის დონე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს Bitcoin-ის, როგორც გლობალური ციფრული ვალუტის გამოყენების მოსახერხებლობას. ამიტომაც შეიქმნა LN – მცდელობა, შემცირდეს დატვირთვა ბლოკჩეინზე.
როგორ მოქმედებს Lightning Network?
LN შედგება ქსელისგან, რომელიც შენდება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. სისტემა მუშაობს peer-to-peer (P2P) დონეზე და მისი გამოყენების მოსახერხებლობა დაფუძნებულია ისეთი ე.წ. ორმხრივი, ორმიმართულებიანი საგადახდო არხების შექმნაზე, რომელთა წყალობით მომხმარებლები შეძლებენ განახორციელონ ტრანზაქციები კრიპტოვალუტებით.
მას შემდეგ, რაც ორივე მხარე გადაწყვეტს საგადახდო არხის გახსნას, შეძლებენ თანხის გადაცემა-მიღებას თავიანი საფულეებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საგადახდო არხის შექმნა ბლოკჩეინ-ტრანზაქციას მოიცავს, არხში მიმდინარე ტრანზაქციები არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და არ საჭიროებს გლობალურ კონსენსუსს. ამრიგად, შესაძლებელია ამ ტრანზაქციების სწრაფად რეალიზება სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით, შედეგად კი საკომისიო იქნება გაცილებით ნაკლები, TPS (წარმადობა, წამში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა) კი მნიშვნელოვნად მაღალი.
იმისთვის, რომ საგადახდო არხი გაიხსნას, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შექმნან საფულე რამდენიმე ხელმოწერით და შეიტანონ მასში თანხის ნაწილი. საფულეში დაცული თანხა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ორივე (ან მეტი) მხარის პრივატული გასაღების წარდგენის შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხარე ვერ გახსნის საფულეს სხვების თანხმობის გარეშე.
მონაწილე მხარეებს ორჯერ მოუწევთ Bitcoin-ბლოკჩეინის გამოყენება: პირველი – საგადახდო არხის გახსნისას და მეორე – მისი დახურვისას. შესაბამისად, ყველა სხვა ტრანზაქცია, რომელიც არხში ხდება არ ურთიერთქმედებს მთავარ ჯაჭვთან.
Lightning Network-ის უპირატესობა
LN პროექტი მოქმედებს მასშტაბირების პრობლების ბლოკჩეინის-გარე გადაწყვეტის მიმართულებით. წარმატების შემთხვევაში მას შეუძლია ტრაფიკი შეამციროს Bitcoin-ის ბლოკჩეინზე.
ორარხიანი საგადახდო არხის გამოყენების წყალობით Lightning Network-ის ქსელი მომენტალური ტრანზაქციების საშუალებას იძლევა.
LN გამოსადეგია მიკროგადახდებში, შესაძლებელია 1 სატოშის გადარიცხვაც კი. გარდა ამისა, ავტომატიზებული მიკროგადახდები რეალიზდება Machine-to-Machine ეკონომიკაში, სადაც ტრანზაქციები სრულდება ეკონომიკურ მოწყობილობებს შორის ადამიანის ჩარევის აუცილებლობის გარეშე.
Lightning Network-ის ნაკლოვანება
ბლოკჩეინ-ტრანზაქციებისგან განსხვავებით LN გადახდა ვერ განხორციელდება, თუკი მიმღები პირი offline რეჟიმშია.
ქსელის მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ საგადახდო არხების რეგულარული კონტროლი, რათა უსაფრთხოდ შეინარჩუნონ თავიანთი რესურსები (ასეთი რისკის თავიდან აცილება შესაძლებელია აუთსორსინგ-მონიტორინგით).
LN არ შეესაბამება მსხვილ გადახდებს. რადგანაც ქსელში გათვალისწინებულია მრავალი ხელმოწერა, დიდია იმის შანსი, რომ ხელმომწერებს არ ექნებათ საკმარისი ბალანსი მსხვილი გადახდების შუამავლობისთვის.
საგადახდო არხის გახსნა-დახურვა დაკავშირებულია ბლოკჩეინ-ტრანზაქციასთან, რომელიც მოითხოვს ხელით დამუშავებასა და მაღალ საკომისიოს.
როდის იმუშავებს Lightning Network?
Lightning Network-ის 2018 წლის მარტის ბეტა-ვერსიის რელიზიდან საგადახდო არხებისა და LN ნოუდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ნოუდებისა და საგადახდო არხების კოლექტიური მუშაობა არის ის, რაც Lightning Network-ს მასშტაბირების პრობლემის გადაჭრის საინტერესო გადაწყვეტილებად აქცევს. მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია კრიპტოვალუტების ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის.