ამონარიდებიგამონათქვამები

ერნესტ ჰემინგუეი – ციტატები

“გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა. “

“დასცინო ვინმეს, ნიშნავს შეიძინო მტრები.”

“როგორც დედამიწა არ მოკვდება არასოდეს, ისე ერთხელ თავისუფალი არასოდეს დაუბრუნდება მონობას”

,,როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისთვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გასტეხოს და ჰკლავს კიდეც. წუთისოფელი ყველასა სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გასტეხს, ჰკლავს ხოლმე. განურჩევლად ჰკლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი არა ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.” –

,,უიმედო არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმედიანი ვიყო”.

,,გარედან სულ ცეცხლი და კვამლი, შიგნით კი – არაფერი”.

“ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.”
მაგრამ
“ნუ იმსჯელებთ კაცზე მეგობრების მიხედვით, გახსოვდეთ, მეგობრები იუდასაც არაჩვეულებრივი ყავდა.”

“მას ვინც ერუდიციით და განსწავლულობით იწონებს თავს, არც ერთი აქვს და არც მეორე”.

‘”ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდები, ყველაფერს გაოგებ ამ ოხერ ცხოვრებაში.უსათუოდ მიხვდები. უკვე ხვდები და ეგ არის, მკერდში გული ჩაგიკვდება და მერე ყველაფერი ადვილია. შენც მკვდარი იქნები, როგორც ხალხის უმრავლესობაა მკვდარი მთელი თავისი დღე და მოსწრება.”

“ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button