National Geographic – აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო
გუდნოუს მთისკენ მიმავალ გზაზე ყვითელი არყის ხე ლოდს შემოხვევია. მძლავრი ხეებითა და მუდმივად განახლებადი სიცოცხლის ფორმებით ადირონდაკის პარკი ნამდვილ სასწაულს წარმოადგენს. კანონიერი და მოხალისე დამცველები ხშირად გამოთქვამენ იმედს, რომ ეს პარკი მუდმივად ამ ფორმაში, ველური დარჩება.
ორი ბელის დედა ძვრება მალუსის (ვაშლის ჯიში) ხეზე, რათა მისი პატარა და მომჟავო ნაყოფი მოწყვიტოს. წლის იმ პეროდში, როცა ორაგული ნაკლებადაა, დათვს სხვა სახის საკვების ძებნა უწევს – გარეული კენკრა, ლუპინის ფესვები, მიდიები და ა.შ.
ეგვიპტეში, დენდერას ტაძრის კედელზე, უძველესი გამოსახულებაა. მასში ჩანს, თუ როგორ უძღვნის ღმერთებს შესაწირს ეგვიპტის ბოლო ფარაონი, კლეოპატრა. მასთან ერთად მისი ვაჟის, ცეზარიონის გამოსახვა იყო პროპაგანდა, რათა კლეოპატრას მეშვეობით მისი პოზიცია გაძლიერებულიყო. თუმცა დედის გარდაცვალების შემდგომ ცეზარიონი მალევე შეიპყრეს და მოკლეს.
საწოლი აჩეჩილი ზეწრით ბრუკლინის ხიდისა და ქვემო მანჰეტენის ფონზე. ამ სიურეალური ფოტოს გადასაღებად აბელარდო მორელიმ თავისი ფოტოაპარატი ოთახში დააყენა და 5 საათით საკეტი ღია დატოვა, რათა სასურველი გამოსახულება მიეღო. ფოტოს მან უწოდა “ბრუკლინის ხიდის ხედი საწოლი ოთახიდან”.
ნუჯუდ ალი 10 წლის იყო, როცა გაექცა მასზე მოძალადე და გაცილებით უფროს ქმარს, ჩაჯდა ტაქსიში და სასამართლოსკენ გაეშურა. გოგონას მამაცურმა საქციელმა და სასამართლო პროცესებმა ის აქცია ქალთა უფლებების დამცველ საერთაშორისო გმირად. ამჟამად გაყრილია, ისევ ოჯახთან ერთად ცხოვრობს და დადის სკოლაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
მზის შუქი ეფინება ალგონკინსა და რაითს, ორ მათგანს ადირონდაკის 48 მწვერვალიდან, რომელთა სიმაღლე 1200 მეტრს აჭარბებს. ტყის გაჩეხვისა და მრეწველობითი საქმიანობის გამო ეს ადგილები წარსულში დაზიანდა, თუმცა მოგვიანებით რენესანსის ეპოქა დაეწყო და ტყეები ისევ მომრავლდა.
მდინარის წყალდიდობების დროს ბანგლადეშელი ჯაბედ ალის შვილები ძვრებიან ბამბუკის მაჩაზე და მაგრად ეჭიდებიან. ბანგლადეშის სამ ძირითად მდინარესთან ახლოს მცხოვრები ადამიანები შეჩვეულნი არიან ასეთ სტიქიურ მოვლენებს, რომლებიც არც ისე იშვიათია.
ხელები ახალი ტანისამოსის ლურჯი ფერის საღებავით აქვთ დალაქავებული, ტუარეგის ქალები ბავშვის დაბადებას ზეიმობენ. ისინი იშვიათად იფარავენ სახეს, როცა მამაკაცები ტრადიციულად ატარებენ ჩალმას, რაც მათ თვალების გარდა ყველაფერს უფარავს.
ქვანახშირის მაღარო ჩრდილოეთ ჩინეთში და იქვე მდგარი ბუდას ქანდაკება. ქვანახშირის მარაგი ჩინეთში მკვეთრად შემცირდება უახლოეს რამდენიმე ათწლეულში, ამიტომ ქვეყანას მალე მოუწევს მწვანე ენერგიის გამომუშავებაზე ზრუნვა.
ნანგრევები უძველესი პორტუგალიური ქალაქისა, რომლის ადგილზეც ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის კაშხალია. ნანგრევები უმეტესად წყლითაა დაფარული, თუმცა ხანდახან წყლის დონის დაწევისას ჩნდება. ამ არეალში არის როგორც თანამედროვე ატრაქციონები, ისე შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები, პილიგრიმული ადგილები და თანამედროვე კურორტები.