ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ერნესტ ჰემინგუეი – გორაკები როგორც თეთრი სპილოები

გორაკები ებროს გადასწვრივ იყო გრძელი და თეთრი.ამ მხარეს არ იყო არც ერთი ხე, მხოლოდ მატარებლის სადგური ორ ლიანდაგს შუა. სადგურის ახლოს კი იყო პატარა ბარი, ღია კარით და მასე დაკიდებული ფარდით, მწერებისგან თავის დასაცავად. ამერიკელი და მისი თანმხლები გოგონა ისხდნენ ჩრდილში, ბართან ახლოს. ცხელი დღე იყო, და მატარებელი ბარსელონადაც ორმოც წუთში ჩამოდგებოდა, რომელიც დააყოვნებდა მხოლოდ 2 წუთს და გააგრძელებდა გზას მადრიდისკენ.
– რა დავლიოთ? იკითხა გოგონამ და ქუდი მაგიდაზე დადო.
– ძალიან ცხელა. უპასუხა მამაკაცმა. ლუდი საუკეთესო არჩევანი იქნება. ”Dos cervezas” (ორი ლუდი თუ შეიძლება)
მიმტანმა შეკვეთა მიიტანა და კიდევ რაიმეს შეკვეთის მოლოდინში გვერდით გადგა. გოგონა მას არ უყურებდა. მისი მზერა მიმართული იყოს გორაკებისკენ, რომელიც მზეზე თეთრად მოჩანდნენ, გარშემო კი ყველაფერი ყავისფერი და მშრალი იყო.
– თეთრ სპილოებს გვანან. აღნიშნა გოგონამ ისე რომ მზერა არ მოუშორებია.
– მე არასოდეს მინახავს ისინი, გაეპასუხა მამაკაცი და ლუდი მოსვა.
გოგონამ მზერა გორაკებიდან ახლა კარებთან დაკიდებულ ფარდაზე გადაიტანა. ცოტა ხანს ყურადღებით აკვირდებოდა
– რა წერია ფარდაზე?
– “Anis del Toro” სასმელის სახელია, უპასუხა მამაკაცმა.
– შევუკვეთოთ?
– ორი “Anis del Toro” თუ შეიძლება
– წყლით? დაეკითხა მიმტანი.
– წყლით მოიტანოს თუ მის გარეშე? კითხვა გადაამისამართა მამაკაცმა.
– არ ვიცი. დაიბნა გოგონა. – კარგია წყლით?
– კი, ძალიან…

– ძირტკბილას გემო აქვს. აღნიშნა გოგონამ, როდესაც სასმელი მოსვა.
– კი, სასიამოვნო გემო აქვს. დაუდასტურა მამაკაცმაც.
– კი ყველაფერს მისი გემო აქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა ძალიან ელოდები.
– გვეყოფა ამაზე ლაპარაკი!
– თვითონ წამოიწყე. მე არაფერი მითქვამს.
– კარგი, მოდი ვეცადოთ დრო სასიამოვნოდ გავატაროთ.
– მეც ვცდილობ რომ ასე იყოს. კარგი მოვეშვათ ამაზე ლაპარაკს. გორაკები თეთრ სპილოებს ჩამოგვანან, არა ?
– კი, მართლაც. რაიმე ახალი სასმელი ხომ არ გაგვესინჯა?
– რატომაც არა. მე შევცდი ისინი სპილოებს კი არა, ხეებს გვანან, შეხედე მათ ფერს.
– ავიღოთ რაიმე სასმელი თუ არა?
– კი…
– ლუდი სასიამოვნოდ ცივია. აღნიშნა მამაკაცმა.
– კი შესანიშნავია. დაეთანხმა გოგონაც.
– ეს ძალიან უბრალო და უმნიშვნელო ოპერაციაა გრიდ.უბრალოდ ისინი ჰაერს შეუშვებენ შიგნით და სულ ესაა. მე ვიცი შენ შეძლებ ამას.
გოგონა არაფერს ამობობდა.
– მე ვიქნები შენს გვერდით და 1 წუთას არ დაგტოვებ მარტოს.ისინი უბრალოდ ჰაერს შეუშვებენ შიგნით და სულ ესაა.
– და რა იქნება ამის შემდეგ?
– არაფერი, ვიცხოვრებთ ისე ბედნიერად როგორც უწინ.
– რა გაძლევს იმის საბაბს რომ ასე იფიქრო?
– ეს არის ერთადერთი რაც ჩვენ გვაწუხებს და არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას.
– და შენ ფიქრობ ამის შემდეგ ყველაფერი კარაგდ იქნება და შევძლებთ ბედნიერად ცხოვრებას.
– დარწმუნებული ვარ. მთავარია შენ არ შეშინდე. მე ვიცი ხალხი რომელმაც ეს გადაიტანა და ახლა ისინი შესანიშნავად არიან.
– მართლა? იკითხა გოგონამ. – და ამ ყველაფრის შემდეგ ისინი თავს კარგად გრძნობენ?
– კი, მაგრამ თუ შენ არ გინდა ამის გაკეთება მე ამას ვერ დაგაძალებ. უბრალოდ რაც ვიცი ისაა რომ თუ ამას გაბედავ ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
– ძალიან გინდა რომ ასე მოვიქცე?
– კი, მაგრამ შენ თუ არ გინდა მე რა უფლება მაქვს დაგაძალო.
– და თუ მე ამას გავაკეთებ ყველაფერი ძველებურად იქნება და შენ ისევ გეყვარები?
– ხომ იცი მე შენ ახლაც მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ.
– ვიცი, მაგრამ თუ მე ამას ვიზამ იქნება კი ყველაფერი ძველებურად?! თუ მე ვიტყვი საგნები გვანან თეთრ სპილოებს მოგეწონება ეს?
– მეყვარება. შენ იცი რომ მე ახლაც მომწონს მაგრამ შენ ისიც იცი როგორ მეცვლება ხასიათი როცა რაღაც მაწუხებს.
– თუ მე ამას გავაკეთებ შემპირდი რომ აღარასდროს მოიწყენ.
– გპირდები.
– კარგი, მე ვიზამ ამას მაგრამ მხოლოდ შენთვის. ჩემი თავი არ მანაღვლებს.
– რას გულისხმობ.
– რას და მე მხოლოდ შენზე ვზრუნავ.
– არა. მე არ მინდა შენ ეს მხოლოდ ჩემს გამო გააკეთო.
გოგონა პასუხგაუცემლად წამოდგა და სეირნობით გაუყვა გზას ბაქნისკენ. ბაქნის გადასწვრივ იყო ხეები, რომლებიც ებროს გორაკებს ეფარებოდნენ. უფრო შორს კი მდინარე, მდინარის იქით ღრუბლით შემოსილი მთები.
– ეს ყოველივე ნელ-ნელა უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ამოიოხრა გოგონამ
– რა თქვი? გაეპასუხა მამაკაცი.
– რა და ჩვენ გვქონდა ყველაფერი რაც გვჭირდებოდა.
– ჩვენ ისევ შეგვიძლია გვქონდეს ყველაფერი რაც გვინდა.
– არა! არ შეგვიძლია.
– ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მთელი სამყარო.
– არა. ჩვენ ეს არ შეგვიძლია.
– ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ სადაც მოგვესურვება.
– არა, ჩვენ აღარ გვეკუთვის ის ამის მეტად.
– ის ჩვენია.
– ცდები. თუ ისინი ერთხელ მაინც წაიღებენ ჩვენ მას უკან ვერასდროს დავიბრუნებთ.
– გპირდები ისინი ვერ წაიღებენ.
– დაველოდოთ და ვნახოთ. სიტყვა მოუჭრა გოგონამ.
– აჯობებს ჩრდილში დავბრუნდეთ. წაგადგება. მე არ მინდა შენ დაგაძალო რაიმე რისი წინააღმდეგიც ხარ.
– შეგვიძლია ლუდი შევუკვეთოთ?
– მართლა გინდა?
– კი…
ისინი დაბრუნდნენ მაგიდასთან. გოგონა იხედებოდა შორს გორაკებისკენ. მამაკაცი კი მას თვალს არ აშორებდა.
– მოიფიქრე. მე მართლა არ მინდა დაგაძალო რაიმე ისეთის გაკეთება, რაც შენს სურვილებს ეწინააღმდეგება.
– ბევრს ნიშნავს ეს შენთვის?
– კი, მაგრამ მე ისიც ვიცი რომ ეს ძალიან უბრალო რამაა.
– ეს შენთვისაა უბრალო, მაგრამ მე ვიცი. შეიძლება რაღაც გთხოვო?
– კი.
– გთხოვ გთხოვ გთხოვ გთხოვ გთხოვ გთხოვ გთხოვ შევწყვიტოთ ამაზე ლაპარაკი.
მამაკაცს აღარაფერი უთქვამს მაგრამ ის უყურებდა ჩემოდნებს კედლის გასწვრივ, რომლებზეც შებმული იყო ყველა იმ სასტუმროს მარკა რომლებშიც აქამდე გაჩერდნენ.
– მე აღარ ვნაღვლობ არაფერზე. ისევ წამოიწყო საუბარი მამაკაცმა.
– ვიკივლებ..!!
ფარდა შეირხა და გამოჩნდა მიმტანი ორი ლუდით ხელში.
– მატარებელი 5 წუთში აქ იქნება. მიმართა მამაკაცას.
– რა თქვა? საუბარში ჩაერთო გოგონაც.
– “მატარებელი 5 წუთში აქ იქნება.”
გოგონამ მადლობის ნიშნად მიმტანს გაუღიმა.
– უკეთესია ჩემოდნები წავიღო. სახლში ვბუნდებით. თქვა მამაკაცმა და წამოდგა.
გოგონა კვავ იღიმოდა.
– კარგი ოღონდ რომ დაბრუნდები ლუდზე დამეწვიე. სიტყვა დაადევნა გოგონამ
მამაკაცმა მოკიდა ორ ჩემოდანს ხელი და ბაქნისკენ გაეშურა. მატარებელი არ ჩანდა..
როცა დაბრუნდა ბარში შევიდა ლუდი დალია და ხალხს მიაჩერდა. უამრავი ადამიანი ელოდა მატარებელს.შემდეგ გარეთ გამობრუნდა და გოგონას ჰკითხა:
– თავს როგორ გრძნობ?
– მშვენივრად. აღარაფერი მჭირს. კარგად ვარ…

* მცირე დამატება მთარგმნელისგან

თავდაპირველად მოთხრობა იქცა მითქმა-მოთქმის საგნად. კრიტიკოსების აზრით ეს არ იყო მოთხრობა, ეს ხუმრობას უფრო წააგავდა. ისინი ფიქრობდნენ რომ ხალხი ამას ვერ გაიგებდა, ვერ ჩაწვდებოდა შინაარსს.
თვით კრიტიკოსებიც კი პირველი წაკითხვისას ვერ აანალიზებდნენ რა ხდებოდა, რას მოუთხრობდათ ნაწარმოები. დღესაც მკითხველის უმეტესობა დაბნეულია მოთხრობის კითხვის დროს. ფაქტი რაც გარკვევითაა ნაჩვენები ნაწარმოებში არის ის რომ წყვილი კამათობს საკითხზე რომელიც არ სახელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა წყვილი კამათობს, ვერ გადაუწყვეტიათ გაიკეთოს თუ არა გოგონამ აბორტი. ეს კი ხდება მაშინ როდესაც აბორტი არაკანონიერი, ამორალური და სახიფათოც კია მშობიარის ჯანმრთელობისთვის.
ასევე გამოკვეთილად ჩანს ის რომ მთავარ გმირებს არ აქვთ სახელები. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც გოგონა და მამაკაცი. ასევე ავტორი არ ახასიათებს მათ. არ ვიცით მათი გარეგნობა, ჩაცმულობა, ხასიათი, წარსული. ჩვენ არ ვიცით ასევე მათი ასაკი, სავარაუდოა რომ რადგან მოხსენიებულია “man”-მამაკაცი და “girl”- გოგონა, სუსტი სქესის წარმომადგენელი გაცილებით უმცროსია მის მეწყვილეზე. სხვაგვარად შესაფერისად მამაკაცის (man) იქნებოდა ქალი (woman) ან სულაც ბიჭი (boy) და გოგონა (girl). ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მოთხრობაში არაა ნახსენები მათი ურთიერთობის შესახებ. არიან თუ არა ისინი დაქორწინებულები. ჰემინგუეი უბრალოდ გვაძლევს დიალოგს და დასკვნების გამოტანას კი მკითხველს ანდობს.
თუ დავუკვირდებით იმ ფაქტს რომ მათ ჩემოდნებს აქვთ უამრავი სასტუმროს მარკა, რაც იმის მაჩვენებელია რომ ისინი ბევრს მოგზაურობენ ადვილად გამოვიტანთ დასკვანს რომ მათ აქვთ თავისუფალი ცხოვრების სტილი, არ რჩებიან ერთ ადგილას დიდხანს და ეწევიან ბოჰემურ ცხოვრებას. ბავშვი კი, თუ იგი დაიბადა მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ასევე ჩანს რომ მამაკაცს უნდა გოგონამ გაიკეთოს აბორტი, სავარაუდოა რომ მას არ უნდა დაეკისროს ახალი მოვალეობა – ბავშვის მამობა. გარკვეულ მომენტში ის გოგონას გრძნობებსაც კი არ აქცევს ყურადღებას.
მეორე მხრივ ჩვენ ვკითხულობთ რომ გოგონას არ უნდა აბორტის გაკეთება. უფრო სწორად ის დგას 2 არჩევანს შორის და ვერ წყვეტს რომელი იქნება მისთვის უკეთესი. ასევე ნათელია ისიც რომ ის დაღლილია ამდენი მგზავრობით, ის ასევე ნებას რთავს მამაკაცს რომ გააკეთონ ის რაც უნდათ, მამაკაცი კი მისი მცველი, გზამკვლევი ფიგურაა. ის ასევე აძლევს პირობას გოგონას რომ მთელი ოპერაციის განმავლობაში მას არ დატოვებს, მისი სიტყვებით ეს უბრალო, მარტივი ოპერაციაა, მისთვის ასეცაა მაგრამ გოგონასთვის, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ნათელია ძნელი იქნება და შეიძლება საშიშიც აღმოჩნდეს.
თუმცა დასასრულში ჩვენ ვხედავთ გოგონას ხასიათის უცაბედ ცვლილებას, დამჯერი გოგონადან ის უცებ გადაიქცევა საკუთარ თავში დარწმუნებულ, დამოუკიდებელ ადამიანად რომელიც თავაზიანად მიანიშნებს მის მეწყვილეს რომ გაჩუმდეს და მოეშვას გაუთავებლად ამ საძულველ ოპერაციაზე ლაპარაკს. ის ხაზს უსვამს სიტყვა გთხოვს რომელსაც 7 ჯერ იმეორებს. ასევე აღნიშნავს რომ ის აღარასდროს იქნება დამოკიდებული მასზე და რომ მას უნდა სახლში დაბრუნება და არა ოპერაციის გაკეთება. საბოლოოდ კი ყველაფერი მისი ნების მიხედვით სრულდება.

http://santeli.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button