ამონარიდებიგამონათქვამები

ვიქტორ ჰიუგო – ციტატები

-ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.

-ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია.

-ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს.

-ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.

-უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა.

-სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.

-ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით.

-სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი — ქურდობა და ქალიშვილი — შიმშილი.

-მინდა ვიყო სახელოვანი — ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო, ეს — მოვალეობაა.

-ოპტიმისტია ის, ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა, რომ შავი იმავდროულად თეთრიცაა.

-სიკვდილი მარადისობისაგან მონიჭებული თავისუფლებაა.

-პროგრესის უხეშობას რევოლუციას უწოდებენ: დამთავრდება მოძრაობა და ყველასათვის ცხადი ხდება, რომ ადამიანმა წინ წაიწია, თუმცა კარგი მათრახიც მოხვდა.

-ვატერლოო, ეს უსიცოცხლო და უკაცრიელი პლატო, ეს ავბედი ველი, სადაც ღმერთმა ამდენი ვაება დაუშვა, ახლაც თრთის გიგანტთა გაქცევის ხილვით.

-ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.

-ყველაზე მეტად ჩვენი ოცნებები გვგვანან ჩვენ, ყოველ ჩვვენთაგანს ოცნება საკუთარი ნატურის შესაბამისად ესახება.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button