განხილვალიტერატურაწიგნები

ხელახალი შეხვედრა მონოლითთან

20 აპრილიდან “კოსმოსური ოდისეა 2001”-ის ახალი ქართული გამოცემა იხილავს მზის სინათლეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავხედავთ სერ არტურ კლარკის მიერ აღწერილ თვალუწვდენელ სამყაროს სიღრმეებს. მიუხედავად იმისა, რომ სტენლი კუბრიკის ფილმი წიგნზე არანაკლებ პოპულარულია, თავად კლარკიც თავის დროზე სინანულს გამოთქვამდა ფილმში ამოჭრილი კადრების გამო. ეს ის იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც წიგნი და ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი თითქმის ერთდროულად იხილა ფართო მასებმა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ კინო-პროდუქტი პრაქტიკულად კლარკი-კუბრიკის სრული კოლაბორაციის შედეგი იყო.
“სტენ­ლი­ კუბ­რიკ­მა­ ჭკვი­ან­უ­რი ­გზით ­აუ­ა­რა ­გვერ­დი­ ფილ­მში ­ად­ამ­ი­ან­სა ­და­ მო­ნო­ლითს­ შო­რის­ მე­სა­მე ­სა­კონ­ფრონ­ტა­ციო ­ვე­ლად­ იუპ­იტ­ერ­ის­ თა­ნამ­გზავ­რე­ბის­ გა­მო­ყე­ნე­ბას.­ სა­ტურ­ნი­ სცე­ნა­რი­დან ­სა­ერ­თოდ ­ამ­ო­იღ­ეს, ­ამ ­ყო­ვე­ლი­ვე­ში­ დიდი­ რო­ლი­ ით­ამ­ა­შა­ დუგ­ლას ­თრამ­ბელ­მა,­ რო­მელ­მაც­ შემ­დგომ­ში­ აქ ­მი­ღე­ბუ­ლი ­ცოდ­ნა ­რკალ­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი­ პლანეტის შესახებ ­თა­ვი­სი­ პირ­მშოს­ –­„ჩუ­მი­ სირ­ბი­ლი“­–­ს შე­საქ­მნე­ლად­ გა­მო­იყ­ე­ნა.”
ოდისეა არამხოლოდ დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებია, ის გახდა ერთგვარი გზამკვლელი წინა საუკუნის კოსმონავტებისთვის. სერ არტური ზოგჯერ მათ გვერდიგვერდ ამოწმებდა მგზავრობის მარშრუტებსა და კოსმოსიდან მიღებულ მონაცემებს. თავის მხრივ, კოსმონავტებსაც არაერთხელ დაუფლებიათ მოულოდნელი შემთხვევითობით გამოწვეული შიშის გრძნობა. ყოფილა შემთხვევები, როცა კოსმოსურ ობიექტებსა თუ ღია სივრცეში წიგნში აღწერილი სცენების მსგავსს ამჩნევდნენ და ეს ყოველივე კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მათ მოგზაურობას. მოგზაურობას, რომელიც თავის მხრივ – სამყაროსთვის ერთი მორიგი ნაბიჯი იყო დიდი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი – ადამიანთა კოსმოსში გასვლის საბოლოო დანიშნულების ადგილი, მთელ წიგნს ფონად გასდევს. გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლდათ სერ არტური. იცოდა, რომ შეიძლება მონოლითი მისი მატერიალური არსით არსად არსებულიყო, მაგრამ ის მიზანი, რასაც “მხატვრული მონოლითი” ემსახურებოდა, მუდამ რეალური იქნებოდა. არ იცოდა, როდის მოხდებოდა გარდამტეხი “შეხვედრა”, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო, რომ ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო.
ოდისეის გამოცემის შემდეგ მის ირგვლივ გარდა ყველასთვის კარგად ცნობილი ლიტერატურულ-სამეცნიერო რეზონანსისა, აგრეთვე შეიკრა იდუმალი წრე, რომელშიც ერთმანეთს დაუკავშირდა რამდენიმე დიდი მოვლენა, მათ შორის აპოლო 13-ის ეკიპაჟის კატასტროფა და ბოუმანსა და ფლოიდს დამსგავსებული რეალური კოსმონავტები, რომლებიც ხშირად პირდაპირ კლარკს უგზავნიდნენ სიგნალს – “მართალი იყავით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თქვენ წერდით”-ო. კლარკიც იაზრებდა ამ ფსევდო-პასუხისმგებლობას და სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა იგი.

მათთვის კი, ვისაც “კოსმოსური ოდისეა 2001”-ის პირველად წაკითხვის სიამოვნება ჯერაც წინ აქვთ და არც კუბრიკის კინო-შედევრი უნახავთ, ექმნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, ქართულ ენაზე გაეცნონ მე-20 საუკუნის საუკეთესო კოსმოსურ-ვოიაჟურ რომანს. სათქმელია ისიც, რომ პირველად წაკითხვისას საწყისი რამდენიმე თავი დაბნეულობის შეგრძნებას იწვევს, გაურკვეველია – რა კავშირი აქვს პრიმატებსა და მკვდარ ლეოპორდს კოსმოსურ მოგზაურობებთან, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება და მკითხველის წინ იშლება თვალსაწიერის გამაფართოებელი არაერთი სეგმენტი. აქ შეხვდებით სამყაროს სპირალურობის იდეას, პოლიტიკურ-სოციალურ მოწოდებებს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანების ფსიქოლოგიურ დაცემასა და აღმავლობას. წიგნს თან ერთვის ავტორის საკმაოდ მოცულობითი წინა და ბოლოსიტყვაობა, მისი შეხედულებები იმდროიონდელი კოსმონავტიკის, წიგნის ფილმად ადაპტაციისა და იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ოდესმე აუცილებლად მოხდება.
“ახ­ლა,­რო­ცა­ სად­ღაც­ შუა­ პე­რი­ო­დი­ დგას, ­2001­ წელსა ­და­ იმ ­მო­მენტს ­შო­რის,­ რო­ცა ­მე და სტენ­ლი ­კუბ­რიკ­მა­ პირ­ვე­ლად­ და­ვიწ­ყეთ­ ერ­თად­ მუ­შა­ო­ბა,­ შე­მიძ­ლია­ ვთქვა,­რომ როგორც წესი,­სა­მეც­ნი­ე­რო ­ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის­ მწერ­ლე­ბი­ ძა­ლი­ან ­იშვიათად წინასწარმეტყველებენ მო­მა­ვალს,­ სა­მა­გი­ერ­ოდ­ რო­გორც ­ერთხელ რეი­ ბრედბე­რიმ­ აღ­ნიშ­ნა,­ ის­ი­ნი­ უფ­რო­ ხში­რად­ ამ­ მო­მავ­ლის­ თა­ვი­დან ­აც­ილ­ებ­ას ­ახ­ერ­ხე­ბენ.”თუმცა, ოდისეაში აღწერილი ნაწინასწარმეტყველები აშკარად კლარკის სასურველი მომავალი უფროა, ვიდრე თავიდან ასაცილებელი.
ავტორი: ირაკლი სულაძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button