ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

რევაზ ინანიშვილი – ფშავლები

ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, – მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, – მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობსჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე.

ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, – სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, – ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანიდაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. – აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარასბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, – დადგით ძირს, დიდი მადლობაო, – მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არგამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფროლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა:

– მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან!

მე მთვრალივით ვიყავი, – პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი – ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, – მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისითოფი, – თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, – და ამ სიტყვებმა, ამ – „ძმისავ!” – ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა:

ქმარისადაგყავსბეჩავი,

მარტოსრადგიშვებსშარასა.

ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა:

ქვემოთჭინჭრებშიდამირჩა.

არავინმაიპარავსა.

მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი:

რათგინდაეგეთიკაცი,

მეგამამყევიხარასა.

ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება:

შენუთხარაეგსათქმელი,

ჩემსარიჯერებსარასა.

მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმათავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, – უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, – მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარშიდარჩენილი”, – წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული”, ცხენზე ძლივსშეკავებული.

ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარინაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას.

დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button