ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

კვლევა: ანტრეპრენერების დაფინანსების მხრივ ამჟამად არსებული ვითარება Bitcoin-ის ეკოსისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს

BitMEX Research-ის  ანალიტიკოსებმა შეადგინეს იმ ორგანიზაციებისა და კერძო პირების ჩამონათვალი, რომლებიც აფინანსებენ Bitcoin-პროექტებისა და Lightning Network-ის განვითარებას. შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ რესურსების ხელმისაწვდომობის, მათი გამჭვირვალობისა და წყაროების განაწილების კუთხით ამჟამად ეკოსისტემა უფრო ჯანსაღ მდგომარეობაშია, ვიდრე წინა წლებში. 

BitMEX Research-მა გაანალიზება დაიწყო იმ ორგანიზაციების განსაზღვრით, რომელთაც ყველაზე მეტი პროექტი აქვთ Bitcoin-ისა და Lightning Network-ის სისტემაში. ამ მაჩვენებლის  მიხედვით ლიდერები არიან Blockstream, Lightning Labs და Square Crypto. 

შემდგომში შესწავლილ იქნა Bitcoin Core საცავი GitHub-ზე, გამოიკვეთა ყველაზე აქტიური ანტრეპრენერები და განისაზღვრა მათი დაფინანსების წყაროები. განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორი აღმოჩნდა ნიუ-იორკული კომპანია Chaincode Labs, თუმცა მისი მაჩვენებლები ჩამორჩება კერძო პირების ერთობლივ წილს. 

image.png

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის ან კერძო პირების დამფინანსებელი ანტრეპრენერების რიცხვი არ შეიძლება ჩაითვალოს ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილის აუცილებელ ინდიკატორად. კერძოდ, ამგვარი მიდგომა არ ასახავს დაფინანსების ჯამურ თანხას, რადგანაც ზოგიერთი ანტრეპრენერი სპონსორობას ახორციელებს სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების სახით. ზოგიერთმა კი შესაძლოა მოიპოვოს მცირე გრანტები ნაწილობრივი ჩართულობისთვის. 

აგრეთვე ხაზგასმულია, რომ ანალიზისას ზოგიერთი ანტრეპრენერის დაფინანსების წყაროები შესაძლოა გამოტოვებული ყოფილიყო. 

ასეა თუ ისე, დაფინანსებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესებულია, BitMEX Research-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამჟამად არსებული მდგომარეობა „საკმარისად დამაჯერებლად“ გამოიყურება. 

„რასაკვირველია, დაფინანსების განაწილების გაუმჯობესება შესაძლებელია. მეორე მხრივ, ამჟამად დაფინანსება ბევრად უკეთაა განაწილებული, ვიდრე იყო წლების წინ, კერძოდ 2012-2014 წლებში, როდესაც ერთადერთი ღირებული სპონსორი გახლდათ Bitcoin Foundation“ –  წერენ მკვლევარები. 

ამჟამად Bitcoin Foundation აქტიურ მონაწილეობას არ იღებს Bitcoin-პროექტების ფინანსირებაში. როგორც BitMEX Research-ში აცხადებენ, ისეთი მოთამაშეების გამოჩენას, როგორებიცაა BitMEX, BTSE და OkCoin –  სივრცეში საჭირო მრავალფეროვნება მოაქვს, რაც პოტენციურად ზრდის მის სტაბილურობას. გარდა ამისა, სპონსორებად გვევლინებიან კრიპტოსავალუტო ბირჟებიც, რაც შესამჩნევად განასხვავებს მათ ვენჩურული ფონდებისგან.  

ამრიგად, მკვლევარები მიდიან დასკვნამდე, რომ Bitcoin-ის ამჟამად არსებული ეკოსისტემა წინა წლებთან შედარებით გაცილებით ჯანსაღია. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button