კინემატოგრაფიაკომიქსები

კაპიტანი ამერიკა: გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია

რადგან სტივ როჯერსი რამდენიმე დეკადის (დაახლოებით 70 წელი) განმავლობაში კრიოგენულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას გამორჩა ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული თუ კულტურული მოვლენა. ამის გამო, ის თან ატარებს ბლოკნოტსა და ფანქარს, რათა ჩაინიშნოს და გაეცნოს მისთვის უცნობ საინტერესო ფაქტებს ( ! ჯერ კიდევ ბლოკნოტს და ფანქარს იყენებს).
Captain America: The Winter Soldier-ის დასაწყისში ფალკონი ურჩევს კაპიტანს, რომ მოუსმინოს მარვინ გეის ალბომს Trouble Man-ს, კაპიტანი ამას ინიშნავს თავის ბლოკნოტში და ამ დროს კადრში ცოტა ხნით ჩანს კაპიტნის უკვე შედგენილი სია.

სიის ბრიტანული ვერსია

საინტერესოა ის, რომ Captain America: The Winter Soldier-ის ორიგინალი ვერსია შეიცავს 10 პუნქტიან სიას. თუმცა, ამ ფილმის სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ პრემიერებზე, ამ სიის პირველი ხუთი პუნქტი შეცვლილია უშუალოდ პრემიერის ქვეყანასთან დაკავშირებული ფაქტებით, ხოლო ბოლო ხუთი პუნქტი ყველგან უცვლელია.
ამ პოსტში წარმოდგენილია კაპიტან ამერიკის to-do-list ქვეყნების მიხედვით.
აშშ / კანადა
მე მიყვარს ლუსი (სატელევიზიო შოუ) მთვარეზე დაჯდომა ბერლინის კედლის აშენება + დანგრევა სტივ ჯობსი დისკო ტაილანდური საჭმელი Star Wars/Trek ნირვანა (ბენდი) როკი (როკი II ?) Troubleman (საუნდტრეკი) 
* Troubleman არის 1972 წლის ფილმის Trouble Man-ის საუნდტრეკი. ფილმში მონაწილეობს რობერტ ჰუკსი მისტერ ტის როლში (არაფერი აქვს საერთო „ალფა რაზმის“ მისტერ ტისთან), კერძო დეტექტივი, რომელიც სამართალს ხშირად აღასრულებს ხოლმე. ფილმი დიდი ვერაფერი, თუმცა საუნდტრეკი კლასიკაა, რომელიც ისმის სცენაში, რომელშიც სემ ვილსონი უყურებს საავადმყოფოში მწოლიარე სტივ როჯერსს. 
გაერთიანებული სამეფო 
შერლოკი (სატელევიზიო სერიალი) მთვარეზე დაჯდომა ბითლზი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი (1966 წ)
შონ კონერი
* 1966 წელს ინგლისმა მოიგო დღემდე მისთვის ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, როდესაც 4:2 დაამარცხა დასავლეთ გერმანია. 
ესპანეთი
რაფაერლ ნადალი ჩუპა ჩუპსი Héroes del Silencio 1978 წლის კონსტიტუცია კამილო ხოსე სელა 
* Héroes del Silencio იყო ესპანური როკჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული წარმატები მოღვაწეობდა 1980-იან წლებში და თავი დაიმკვიდრეს, როგორც ესპანური როკის ერთ-ერთი დამაარსებლები. დაიშალნენ 1996 წელს. 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუცია არის ესპანეთის მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელოვანი ელემენტი. კამილო ხოსე სელა არის ესპანელი მწერალი, ნოველისტი და ესეისტი, რომელმაც 1989 წელს მიიღო ნობელი ლიტერატურის დარგში. 
საფრანგეთი 
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში (1998 წ.) ლუი დე ფიუნესი კოლიუში Daft Punk მეხუთე ელემენტი 
* ლუის დე ფიუნესი და კოლიუში იყვნენ ლეგენდარული ფრანგი კომედიანტები. დანარჩენი ისედაც გასაგებია. 
ავსტრალია / ახალი ზელანდია 
AC/DC კოსმოსური ტურიზმი სტივ ირვინი Skippy the Bush Kangaroo Tim Tams 
* კოსმოსურ ტურიზმს გვთავაზობს ამერიკული კომპანია Virgin Galactic. Skippy the Bush Kangaroo იყო ავსტრალიური სატელევიზიო შოუ პატარა ბიჭისა და მისი კენგურუს თავგადასავლებზე, გადიოდა 1966-68 წლებში. Tim Tam არის Arnott’s -ის შოკოლადის ნამცხვრის ბრენდი (ამბობენ გემრიელიაო). 
გერმანია
კარივურსტი (Currywurst) მთვარეზე დაჯდომა ბერლინის კედლის აშენება + დანგრევა ოკტობერფესტი (Oktoberfest) დისკო 
* კარივურსტი არის გერმანიის სწრაფი კვების საჭმელი: ორთქლში მოხარშული/შემწვარი ღორის ხორცის დაჭრილი სოსისი კეტჩუპის, ცხარე საწებლისა და სხვა სანელებლების თანხლებით. ოკტობერფესტი არის ყოველწლიური ფესტივალი მიუხენში, ბავარიაში, რომელსაც ესწრება 6 მილიონზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. ტარდება 1810 წლიდან. იტალია 
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში (1982 და 2006 წლები) ვასკო როსი ბერლინის კედლის აშენება + დანგრევა რობერტო ბენინი ფერარის გამარჯვებები ფორმულა 1-ის გრან პრიზე 
* ვასკო როსი იყო იტალიელი მომღერალი. გამოშვებული აქვს 26 ალბომი. ფერარის გუნდი არის ყველაზე წარმატებული გუნდი ფორმულა 1-ის ისტორიაში. რობერტო ბენინი – იტალიელი რეჟისორი და მსახიობი. 1999 წელს აიღო ორი ოსკარი საუკეთესო კაცი მსახიობისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში (ფილმი „ცხოვრება მშვენიერია“).

ბრაზილია 
აირტონ სენა ვაგნერ მოურა შუშა Mamonas Assassinas ჩავესი 
* აირტონ სენა – ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მრბოლელი. ვაგნერ მოურა – მსახიობი, ცნობილი Elite Squad-ის ფილმებით. შუშა – ბრაზილიის მეგავარსკვლავი მუსიკოსი. Mamonas Assassinas – ბრაზილიური ბენდი, რომლის წევრები 1996 წელს დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. „ჩავესი“ არის ადრეული 80-იანი წლებიდან არსებული, მექსიკური სატელევიზიო კომედიის El Chavo del Ocho -ს პორტუგალიური თარგმანი. 
ლათინური ამერიკა 
ჩილელი მაღაროელების სამაშველო ოპერაციები მარადონას „ღმერთის ხელი“ შაკირა ნერი ველა (პირველი მექსიკელი ასტრონავტი) ოქტავიო პასი (ნობელიანტი) 
* მარადონას “ღმერთის ხელი“ არის 2007 წელს გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი დიეგო მარადონას ცხოვრებაზე. ნერი ველა იყო პირველი და ერთადერთი მექსიკელი (მეორე ლათინოამერიკელი), რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში. ოქტავიო პასმა აიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში 1990 წელს. 
რუსეთი 
იური გაგარინი ვლადიმირ ვისოცკი საბჭოთა კავშირის დაშლა „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ დისკო 
* ვლადიმირ ვისოცკი – საბჭოთა მომღერალი, პოეტი და მსახიობი. „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ – 1979 წლის ფილმი, რომელმაც 1980 წელს მოიგო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

კორეა
Dance Dance Revolution ჯი-სუნგ პარკი Oldboy 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დისკო 
* ჯი-სუნგ პარკი არის ყველაზე წარმატებული აზიელი ფეხბურთელი ისტორიაში. Oldboy არის სამხრეთ კორეელი რეჟისორის, პარკ ჩან ვუკის შედევრი შურისძიებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ნანახი; რეკომენდაცია იქნება, რომ არ ნახოთ სპაიკ ლის 2013 წლის რიმეიქი. 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში პირველად ჩატარდა აზიაში. 
P.S. მსოფლიოს დღესაც უყვარს დისკო. 

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button