ზღაპარისაბავშვოსხვადასხვა

ყორანი და გველი

ყორანს ტყეში ბუდე ჰქონდა და ბარტყები გამოეჩეკა. შეეჩვია ერთი გველი და ბარტყები სულ ერთიანად შეუჭამა. ყორანი ძლიერ დაღონდა, არ იცოდა, რა ექნა და როგორ მოეშორებინა თავიდან გველი.

თავისი გულის ტკივილი ყორანმა მელას შესჩივლა. მელამ ასე ურჩია: – წადი და, როცა სოფელში სარეცხი გამოფინონ გასაშრობად, დასტაცე ნისკარტი, წამოიღე და დააგდე იმ ადგილას, სადაღ გველი წევსო.

ყორანი მართლა ასე მოიქცა. გამოაფინეს ეზოში სარეცხი თუ არა, დაავლო კლანჭები ერთ კარგ სხვირსახოცს და გაიტაცა. დიდი და პატარა კიჟინით გამოედევნა. ყორანმა ცხვირსახოცი დააგდო სწორედ იმ ადგილას, სადაც გველი იწვა. სოფლელები მისვივდნენ ცხვირსახოცის ასაღებად, დაინახეს ვეებერთელა გველი, აიღეს კეტები და სული გააფრთხობინეს. ამის შემდეგ ყორანი არხეინად და უშიშრად ცხოვრობდა თავის ბუდეში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button