ზღაპარისაბავშვო

ლომი და მელია

ლომი ძლიერ ავად გამხდარიყო და უძრავად იწვა თავის ბუნაგში.

მიდიოდნენ მის სანახავად სხვადასხვა მხეცები.

ხელცარიელი არავინ მიდიოდა ავადმყოფთან, მოჰქონდათ ხილი და ბოსტნეული,

ხორცი და კაკალი…

ყველა თავისი წესისამებრ ცდილობდა ავადმყოფის მვლასა და გამხიარულებას.

თხუნელებმა ტყიდან ხის ნაფოტები მოიტანეს და ლომის ბუნაგში ბუხარი ააგიზგიზეს.

მგელმა სამზარეულოს მიაშურა და ისეთი დედალი მოუხარშა თავის ბატონს,

რომ ნერწყვისაგან სული ეხუთებოდა.

არც ბუთა ოჯახი დარჩენილან ვალში ბატონს, მათ ბალახისა დ ბოსტნეულისაგან შინაური წამალი მოუმზადეს.

ტყის მმღერალმა გუნდმა ავადმმყოფ ბატონს თავის ოსტატობა უჩვენეს.

თავს ევლებოდნენ და უვლიდნენ თავიანთ ბატონს. ხოლოდ მელია არსად ჩანდა და ყველა კითხულოდა:

– ნეტავ სად არის დღეს მელია, რომ არსად ჩანსო?

მგელმა ყველას გასაგონად თქვა:

– როცასაერთო მოლხენა და ქეიფია, მელა ხომ არასდროს არ დააკლდება და დღეს რაღად მოვა; იცის, რომ გამოსარჩენს ვერაფერს გამოელისო.

ლომმა ძალიან იწყინა მელიის ასეთი უყურადღებობა.

მხეცები გვიან ღამით დაიშალნენ.

– შენ რატომ აარ ინახულე ჩვენი ავადმყოფი ბატონი? — ჰკითხა თხუნელამ მელას.

პასუხად მელამ განაწყენებული სტუმარი შინ შეიპატიჟა და სუფრა გაუმართა.

შუა ქეიფში თხუნელამ მელას მგლის ნათქვამი გადასცა.

მელა გაჯავრდა.

– დამაცადოს, მე ვაყურებინებ იმას სეირსო.

მეორე დღეს მხეცები ნაადრევად გაემართნენ ლომის სანახავად.

ავადმყოფ ლომს ვეფხვიც ეწვია ოჯახითურთ.

სად იყო სად არა, სასახლესთან მელიაც მოცუნცულდა, მდაბლად დაუკრა თავი და სალამი მიუძღვნა,

ლომმა უსაყვედურა:

– სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ მნახეო?

– მელიამ თავი იმართლა:

– თქვენო დიდებულებავ, როცა თქვენი ავადმყოფობის ამბავი გავიგე, თავზარდაცემული გავიქეცი, ექიმებს დავეძებდი, ყველას ვთხოვდი შველას და რჩევას, ჩვენს დიდებულ მეფეს რა წამალი არგებს-მეთქი. მირჩიეს: მგელს ფეხი მოსტეხონ, კოჭი ამოართვან და ნადირთ მეფეს მიართვანო.

მივარდა ვეფხვი მგელს და მოსტეხა უკანა ფეხი. მგელს თქრიალით წამოუვიდა სისხლი, ფეხები სულ გაუწითლდა და ღმუილით მოშორდა მხეცებს. უკან მელია გამოედევნა და მიაძახა:

– წითელჩექმებიანო, საით მიბრძანდები? როდესაც სიტყვას ამბობ, დაფიქრდი და სხვას ორმოს ნუ უთხრიო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button