ახალი ამბებისაზოგადოება

მარინა ეზუგბაია: 7 ახალი ინფიცირებულიდან ერთი იმყოფება ჩვენთან, 4 – გორში, 2 – საუნივერსიტეტო კლინიკაში

„დილის მონაცემებით გვაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. 7 ახალი პაციენტიდან 1 გვყავს ჩვენ, 4 – გორის ჰოსპიტალში, 2 – საუნივერსიტეტო კლინიკაში. საერთო ჯამში ქვეყანაში 6 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, 4 მათგანი ჩვენგან მკურნალობს. გუშინ ჩატარდა 21 პაციენტის ტესტირება და ნაწილთან გამოჯანმრთელებას ველოდებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთან მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. 20 პასუხი იყო უარყოფითი და 1 დადებითი. ინფექციურ საავადმყოფოში ახლა 29 პაციენტი რჩება, 3 მათგანი არასრულწლოვანია.“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button