ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს ყალბი ინფორმაციების შესახებ გააფრთხილებს
ფრანგმა მეცნიერებმა წარადგინეს დეზინფორმაციის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სისტემა გამოიკვლევს ყალბ ვიდეოებს, მცდარ სიახლეებსა და ფოტოებს, რომლებიც მანიპულირებენ მომხმარებლების აზრზე. ნოტრ-დამის უნივერსიტეტის კვლევა გამოქვეყნდა სასწავლო დაწესებულების ვებ-გვერდზე.
ხელოვნური ინტელექტი შეეცდება შეებრძოლოს კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანიების რაოდენობის ზრდას ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიმართულებით, ნათქვამია მეცნიერების შეტყობინებაში.
სისტემა დაიწყებს გამოსახულების კონტენტის ძიებას კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად დეველოპერები ამოწმებენ მას პოლიტიკური ხუმრობების ძებნაში, რომლებიც ეხება აშშ-ის პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს.
ხელოვნური ინტელექტის სწავლება განხორციელდა Instagram-ისა და Twitter-ის 2 მლნ პოსტის საფუძველზე ინდონეზიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითებზე, როდესაც ორივე კანდიდატი მასიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს მოსახლეობის დეზინფორმირებისთვის.
2020 წლის თებერვლის შუა პერიოდში საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სპეციალურად მიაკითხეს სილიკონის ველს, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ტექნოლოგიური კომპანიებისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად „ცრუ ინფორმაცია კორონავირუსზე სწრაფად ვრცელდება“. ყალბ ნიუსებს შორის ყველაზე მეტად გარცელებულია მოსაზრებები, რომ კორონავირუსთან ბრძოლა შესაძლებელია ჩვეულებრივი ნივრით ან C ვიტამინით, ასევე ის, რომ დაინფიცირება შესაძლებელია ღამურებისგან დამზადებული წვნიანის ჭამით.