კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი არიან Half-Life Alyx-ით
გაიხსნა წვდომა VR-შუთერ Half-Life Alyx-ზე – ეს გახლავთ სერიის პირველი ახალი თამაში ბოლო 12 წლის განმავლობაში და წარმოადგენს საკულტო ფრანშიზის სერიოზულ პროექტს. ამჯერად დადგა დრო გავიგოთ, რას ფიქრობენ მასზე პროფესიონალი კრიტიკოსები.
სტატიის წერის მომენტში Half-Life Alyx-ის საშუალო შეფასება Metacritic-ზე შეადგენდა 93 ქულას. შემფასებლები ხაზს უსვამენ დონეების შესანიშნავ დიზაინს, მოწინავე გრაფიკას, დეტალებზე გამახვილებულ უდიდეს ყურადღებას, აგრეთვე საინტერესო გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელებადი გახდა მხოლოდ VR-რეჟიმში.
კრიტიკოსების აზრით Valve-მ შეძლო მნიშვნელოვანი პროექტის შექმნა. ზოგი ჟურნალისტი Half-Life Alyx-ს უწოდებს არა მხოლოდ საუკეთესო VR-პროექტს, რომელიც სტანდარტს დააწესებს სამომავლო VR-თამაშებისთვის, არამედ მიიჩნევს საუკეთესო შუთერადაც. მოკლედ, ემოციები და დადებითი შეფასებები ულევია.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/39atouV