
მაიკ ნოვოგრაცი: ეს წელი „Bitcoin-ის წელი“ იქნება
კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემიით პროვოცირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირველი კრიპტოვალუტისთვის გარღვევა იქნება:
“Bitcoin დარჩება არასტაბილური კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მაკროეკონომიკური ფონი – ეს არის ის, რისთვისაც იგი შეიქმნა. ეს წელი უნდა გახდეს და გახდება BTC-ის წელი“ – განაცხადა მან.
13 მარტს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი დაეცა ბაზრის სხვა წარმომადგენლების სინქრონულად მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. S&P 500 ინდექსმა 1987 წლიდან მოყოლებული უდიდესი დღიური ვარდნა განიცადა, გარკვეულ პერიოდში Bitcoin 4 ათასდოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა.
ნოვოგრაცმა კრიპტოვალუტის კოტირების მკვეთრი შემცირება ახსნა იმ დღეს აქტივების პანიკური გაყიდვით.
გასულ კვირაში Bitcoin-ის ფასი დაუბრუნდა 6 ათას დოლარზე ზემოთ ნიშნულს და ბოლო დღეებში მერყეობს ფასის ამ დიაპაზონში.
ძველად ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი კრიპტოვალუტის მასობრივი მიღების პროცესს შეაფერხებს და გადადებს ერთი წლით ან წელიწადნახევრით.