ახალი ამბებისაზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი – ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო, უკვე 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, 3 პირზე კი ინფორმაციას ველოდებით

“დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რომელიც დღეს გაეწერა სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი, რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაშია მითითებული, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ, უკვე თვითიზოლაციაში. დღეს, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით 3 პაციენტზე ინფორმაციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებს, როგორც ჯანმრთელებს, ხვალ სახლში გავწერთ. დღეის მდგომაროებით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, კორონავირუსი დადასტურებული არ აქვთ, მაგრამ გარკვეული სიმპტომებიდან გამომდინარე, მათზე მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება. ასევე ჩვენ გვყავს კარანტინში განთავსებული 3500-მდე მოქალაქე, მათაც არ აქვთ ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი და მათზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების დაკვირვება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button