ვაჟა-ფშაველა – ცრუპენტელა აღმზრდელი
I
ტანზე თხის ტყავი ეცვა, თავზე წოწლოკინა თხისავე ტყავი ეხურა, სახე მოღუშული ჰქონდა, არადროს არ გაიცინებდა. რამდენიმე თხა-ცხვარი ჰყვანდა, იმათა ჰმწყსიდა. ჩვენკე მოდიოდა, თან მოლაპარაკობდა თავისთვინ: “შვილები, შვილები, ჩემი შვილები! შენის შვილების დარდი მაქვს? არ გაგიშვებთ, არა, ჩემთან უნდა იყო. არა, ყურცქვიტავ, თავს ნუ იწუხებ”. რამდენიმე ტოლი ბიჭები ერთადა ვთამაშობდით. ციხელის სიტყვები კარგად,გარკვევით გვესმოდა.
– ვინ გაგაჯავრა, ძიავ, ვინ? – ვკითხეთ ჩვენ ციხელს.
– ვინა? – მოიბრუნა იმან პირი ჩვენკენ, თითქოს ეხლა-ღა დაგვინახა:
– ოჰო, ბიჭებო, თქვენც აქა ჰყოფილხართ? ოთხმოცის წლის კაცი ვარ და ჯერ ეგრეარაფერს, არავის დაუღონებივარ, როგორც იმან დამაღონა – გამიშვიო და გამიშვიო,მეხვეწება. – წარმოსთქვა ციხელმა და მწვანეზე შემოწვა.
– რა არის? ვინ არის? – ვკითხეთ ჩვენ უფრო გულმოდგინედ.
– არაფერი, განა დიდი ვინმეა! კურდღელმა გამაჯავრა. – წარმოსთქვა ციხელმა და თანსახე უფრო მოიღუშა.
– სად არის კურდღელი? ვინ მოგცა? – ვკითხავდით ჩვენ კვალად.
– იმ დღეს ყანაში განაბულს წავადეგ თავზე. დამინახა და უფროც გაინაბა. როგორცფიცარს ტყლაპი, ისე გაეკრა დედამიწას. იმას ეგონა, ვერ დავინახავდი, მაგრამ ჯერ ისეც არდავბერებულვარ. ბალახი, ქვა, მიწა და კურდღელი ერთი მეორისგან ვერ გავარჩიო.დავტაცე ხელი, დაიჩხავლა, გაიფხლაკნა. უნდოდა გამსხლტომოდა ხელიდან, მაგრამ ვერმიართვეს. წავიყვანე და ეხლაც შინა მყავს. არავის კი არ უთხრათ. ეხლა მეხვეწება,მემუდარება: “შენი ჭირიმე, გამიშვიო, შვილები დამრჩა ობლადაო, ელიან ჩემსამისვლასაო”. წუხელისაც იჯდა კერის პირას დაყუნთებული და მოსთქვამდა, მწარედატიროდა:
სად ხართ, შვილებო,
კარგო, ტკბილებო,
პაწაწკინტელა, ფუნჩულეებო?!
ვაი თქვენს დედას,
თქვენ ვერა გხედავს,
ჯერ უმეცარნო, ყურცქვიტეებო!
ძუძუს ჰკითხულობთ,
უცქერთ ჩემს გზასა,
ჩემს ხმასა…
დაგბრუნავთ თავზე,
დაგიჭერსთ ქორი.
დამეკარგება
შვილები ორი.
– უი საწყალი, საცოდავი! – წამოვიძახეთ თითქმის ყველამ ერთად.
– აი ამისთანა ლექსით მოსთქვამდა და ვერ გამიბედნია გაუშვა, მინდა შინა მყვანდეს.არ ვიცი, თქვენ რას მირჩევთ? – სთქვა ციხელმა. – თქვენ რას იტყვით? გაუშვა, თუ გავასუქოდა დავკლა?
– ნუ, ნუ, დაკვლა ცოდოა, მე მაჩუქეო, – სთქვა ერთმა. სხვანი ერთმანერთსშევჩერებოდით და ველოდით ერთი მეორისაგან პასუხს. შაგვეცოდა ყველას კურდღელი,შაგვეცოდა იმის შვილები, ობლად დარჩენილნი, მაგრამ გაშვება, განთავისუფლება მაინცვერ ვურჩიეთ ციხელს.
– გვაჩვენეთ, ძიავ, ვნახოთ და მერე გეტყვით, რაც უნდა უყო. – ეს იყო საერთოდ ჩვენიგანაჩენი.
– ძალიან კარგი, პატიოსანი, – წარმოსთქვა კვალადა ციხელმა: – განა კურდღელი მყავსმარტო? ერთი კაკაბიც მყავს. ისიც იმას მეხვეწება, რასაც კურდღელი: გამიშვი, ჩემიწიწილები ვნახო, ვინ იცის, გადამიჭამა ალალმა; ვინ იცის, სად წივიან და ტირიანო. ორივერომ გავუშვა, ხომ დავიღუპე? თქვენ რომ მითხრათ გაუშვიო, მე არ გავუშვებ. რადა დაამადა, რომ ავაზაკები არიან: გაპარვა უნდათ. წუხელის ჩუმად ყური დავუგდე და იცითრას ლაპარაკობდნენ? მე ნისკარტით თოკს გავწყვეტო, – ეუბნებოდა კაკაბი კურდღელს, – და, როცა გაგანთავისუფლებ, შენ კიდე კალათას, რომელშიაც მე ვზივარ, ფეხებით ფლასიგადააგდებინე და გავკურცხლოთო. კიდევ კარგი, რომ ყური მოვკარი იმათ თათბირს,თორემ ნამდვილად გაიპარებოდენ. ავდეგ მეც და რა მოვუხერხე: კურდღელი ჯაჭვითდავაბი, კაკბის კალათა ზევიდან წნელით გავწან-გამოვწან ისე, ბუზიც ძლივს გაძვრებაშიგა. მაააშ!.. მე ვერ მიცნობენ ისინი კარგად… დიაღაც ჩემი ალი რო მყვანდეს, ორივესაცგავათავისუფლებდი, მაგრამ, ეჰ, სადღა მყავს, გამიწყრა და გამექცა ჩემი ძვირფასიშვილობილი. – სთქვა რა ეს ციხელმა, ცრემლები მოიწმინდა. ალი რომ ახსენა, ჩვენ ყველამყურები ვცქვიტეთ, ხოლო, რაც ციხელმა გვიამბო ალზე, ბევრით განსხვავდებოდა იმისაგან,რაც ჩვენ გაგვეგონა მშობლებისაგან. ვეხვეწებოდით, ყელს ვუწევდით, ეამბნა ალის ამბავი.იმანაც დაიწყო.
II
მე გამოჩენილი მონადირე ვიყავი, რაც ნადირი დამიხოცნია, იმდონი თმა არა მაქვსთავზე: დათვი, ღორი, ირემი, ჯიხვი, მგელი, ტურა, ჯერანი და სხვ. ერთი ზამთრისგანმავლობაში ასი მგელი მოვკალი. ყველას უკვირდა, გაოცებულები იყვნენ. სხვებს განა არუნდოდათ მოეკლათ, მაგრამ არ შაეძლოთ და რატომ? იმიტომ, რომ ოსტატობა აკლდათ.ბრიყვი, გამოუცდელი მწყემსი, როცა მგელი გამოერევა ცხვარში, ყვირილს მოჰყვება, კივის,ძაღლებს უტევს. ნადირიც გარბის. მე მუდამ გავჩუმდებოდი, დავაცლიდი, ვიდრე ცხვარსარა სტაცებდა პირს და თუ სტაცებდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ტყავსაც გასძაბავდა, თოფსმოვიმარჯვებდი, მივეპარებოდი ახლო, მგელი ნადავლს არ აშორებდა თვალს, მე საიდანუნდა დავენახე? ამ დროს – ჯაახ! მგელი დაბლა ეგდო.
ერთხელ სანადიროდ წავედი. ხარ-ირემს თოფი ვესროლე. დაჭრილი წამივიდა,გამოვუდექი, იმის დევნაში ერთს დათვს წავაწყდი. დაიწყო ბურტყუნი, შედგა ყალხზე,უნდა მცემოდა, მაგრამ ყოჩაღად დავუხვდი, დავეცი გულში თოფი; დაიღრიალა საშინლად,უზარმაზარი იყო, ადგა და დაეცა, რაც მოხვდა, ტოტით ჰლეწავდა, კბილებით ჰგლეჯდა.იმისი ტყავი ორმა კაცმა ძლივ-ძლივობით მოვიტანეთ სახლში, ჩემი სახლის ბანზე გავფინე,მთელი ბანი დაფარა. დათვს თავი გავანებე, ან კი სად-ღა გამექცეოდა? ირემს გამოვეკიდე.ცოტა აღაჯი გავიარე, ახლა უზარმაზარი გარეული ღორი, ტახი იყო, არ შემეხეჩა! ეშვებიმტკავლის სიგრძედ ეტყობოდა გარეთ და ისე ანათებდენ, როგორც ბნელ ღამეშიკელაპტრები. კბილებს ილესავდა, პირიდან მუშტის სიმსხო ქაფს ქაფზე ისროდა,ეტყობოდა, გაჯავრებული იყო. მე რას შემაშინებდა, ისე ვიდეგ, როგორც კლდე, მაგრამვიცოდი, ერთი ტყვია ვერ მოერეოდა და უსათუოდ ბრძოლა მოგვიხდებოდა. მე ხანჯრისიმედი მქონდა. დალოცვილს ბევრჯელ დაუხსნივარ სიკვდილისაგან. დათვსაც უნდოდაერთხელ გადავეგდე კლდეზე, მაგრამ შემოვკარ კისერში და, როგორც ქათამს, გავაგდებინეთავი. ტახს თოფი ვესროლე, დაიჭრა და, როგორც შურდულის ქვა, გამოქანდა ჩემკენ, მემაშინვე ხანჯარი გავიწვადე, მოვიმარჯვე, როგორც მოვიდა ჩემთან და გაიმრუდა კისერი,უნდოდა შემოესვა ჩემთვის ეშვი, მე ხანჯარი დავუსვი და ორივე ყბები ეშვებიანადჩავასხვიპე. მივაყოლე და მივაყოლე თავში და წელში. როგორც იყო, მოვკალი. დავტოვეადგილობრივ და გამოვუდეგ ისევ ირემს. როგორც იყო, იმასაც დავეწიე და დავიმორჩილე.ამასობაში დამიღამდა. ცას შავი ღრუბლები გადაეკრა და კოკისპირული წვიმა დაუშვა.ირმის გატყავება ძლივს მოვასწარი. შინ დაბრუნება არ შაიძლებოდა. ახლო ერთიგამოქვაბული კლდე იყო და იქ შევაფარე თავი. ცეცხლი დავანთე, მწვადები დავაფიცხე.პური მშიოდა და შევუდეგ პურის ჭამას. რაღაც წუწუნის, ტირილის ხმა შემომესმა იქვეახლოს. უნდა სიმართლე გითხრათ, მშიშარა არა ვარ, მაგრამ შევკრთი, განა იმიტომ – თოფსვინმე მესროდა, ხმალს და ხანჯარსა მცემდა? არა. მეც არ ვიცი, რად შევკრთი. მაინც გულიგავიმაგრე, გამოვძვერ ეხიდან და კარგად ყური დავუგდე: “ვაჰ ჩემი ბრალი, რა მეშველებამე საწყალსა?!” – ისმოდა ხმა ადამიანისა. დავიდე ხანჯარზე ხელი და წავედი იქითკენ,საიდამაც ეს ხმა მოისმოდა. მივედი და რა ვნახე? წიფლის ძირას მიმჯდარა პატარა ბალღიდა ტირის; სამი წლის გოგოს ტოლა იყო. ყვავილებისა და ფოთლების კაბა ეცვა, ისეთიმშვენიერი, იმაზე კარგს ადამიანის თვალი ვეღარაფერსა ჰნახავდა. გრძელი, ხშირი,ოქროსფერი თმა კოჭებამდე სცემდა, მსხვილი, ლურჯი თვალები ვარსკვლავებივითუნათებდა. მე მაშინვე მივხვდი, უნდა ალი ყოფილიყო. წავიყვანე გამოქვაბულში, გავათბე,ვაჭამე პური. შენ მამა, მე შვილიო, მითხრა. მიამბო თავის თავგადასავალი: გამომდევნესალებმა თავის წრიდან, რადგან ცუდ საქმეებს ბევრსა სჩადიოდენ და მე ვუშლიდიო. შენთანუნდა ვიცხოვრო და, იცოდე, ბედსა გწევო. მე რა ძალა შამეძლო, პირიქით, ღმერთსმადლობასა ვწირავდი, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ალს თუ დაუზავდებოდა ადამიანი,იმის ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფდა. წამოვიყვანე შინა. გავმდიდრდი, ისე გავმდიდრდი – ჩემი ცხვარი და ძროხა დედამიწას ამძიმებდა; ფულით – ოქრო და ვერცხლით სავსექვევრები მქონდა. მეორე დღესვე თავის უნარი მაჩვენა. მითხრა: “მამობილო, არ გინდამოსახილებელი სურათები?” – რატომ, ძალიან კარგი იქნება-მეთქი.
ვნახე და რა ვნახე? ალი გაჰქრა უცბად და ჩვენს ეზოში იქვე კარებს წინ ვნახე ტურფაბაღი, რა ხილს იტყვის ადამიანის ენა, იქ არ იყო: ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ალუბალი,შიგ ხეივნები იყო გამართული, დაბრაწული მტევნები ეკიდა ისეთი მსხვილი, თითომტევნისა ადამიანს გაუჭირდებოდა ტარება. რიგი მწიფდა ხილი, რიგი ჰყვაოდა. ნაირნაირიფრინველები დაფრთხიალებდენ და გალობდენ. ბაღში შვლები დაკუნტრუშობდენ. მეგაშტერებული შავცქეროდი და მიხაროდა, რომ ამისთანა ბაღის პატრონი გავხდიმოულოდნელად. მინდოდა დიდხანს მეცქირა ბაღისთვის და დავმტკბარიყავი იმისსიტურფით, მაგრამ მოულოდნელად გაჰქრა ეს სანახაობა, თვალწინ სულ სხვა სურათიწარმომიდგა: დიდი მინდორი, ზედ მოდიოდა მძიმე ცხვრის ფარები. ორასზე მეტი მწყემსიმოსდევდა, მე წინ მოვუძღვებოდი, ლურჯს, ბედაურს ცხენზე ვიჯე, ოქროსა და ვერცხლშიჩამჯდარი; ხმალი, ხანჯარი, თოფი, დამბაჩა, რახტი ცხენისა, უნაგირი და უზანგოები სულოქრო-ვერცხლით იყო მოჭედილი. ყველანი, ვინც წინა მხვდებოდენ, ქუდებს მიხდიდენ,მეფის საკადრისს სალამს მაძლევდენ. ჩემს წინ, ცოტა მოშორებით, გამოჩნდა დიდისასახლე, ოქროთი შაღებულის სვეტ-კედლებით. პირდაპირ იქ მივედი, გამომეგება ოცამდემსახური, დაფაცურებულნი, არ იცოდენ როგორ ეცათ ჩემთვის პატივი. შავედი სახლში,მომეგებნენ ნაზირ-ვეზირნი, ცივ-ცივად ამწიეს და დამსვეს სამეფო ტახტზე, თავსმიკრავდენ, ჩემს ბრძანებას ელოდენ: “დიდებულო, ჩვენო მეფევ, რას გვიბრძანებო?”
– რას გიბრძანებთ და იმას გიბრძანებთ, – წარმოვსთქვი მრისხანედ: – ჩქარა სუფრაგაშალეთ, მოიტათ არაყი და ღვინო ბლომად. ხინკალი, ჩქარა ხინკალი მოხარშეთო! – ვუბრძანე! ისინიც ასრულებდენ უარის უთქმელად ჩემს ბრძანებას. გავმართე მეჯლისი,ვსვამდი და ვმღეროდი. მოვიდენ მოსაკრავენი და უკრავდენ სხვადასხვა საკრავებს.ვკმეჭდი წვნიანს ხინკალს და თან არაყს ვაყოლებდი. მეფე ვიყავ, ნამდვილი მეფე. სამიწიწანი არაყი გადავკარ წინწანაქარი, – მიყვარს კიდეც, ღვთისა წინაშე, ცოტა არ იყოს,მომეკიდა. მერე ძილი მოვითხოვე: დამიგეს ბუმბულის დოშაქი ოქროს ტახტზე, დამხურესძვირფასი ფარჩა-ატლასის საბნები და დავიძინე. როცა გავიღვიძე, ვნახე, რომ ჩემსმჭვარტლიანს სახლში ვიყავი, ისევ ის ეზო, რაც გუშინ იყო… ჩემს წინ ალი იდგა დაიცინოდა…
– როგორ მოგწონს, მამობილო?! – მკითხა ალმა.
– ოჰ, შე უსამართლოვ! – ვუთხარი მე, – ნეტავი არ მოგეჩვენა ჩემთვის ეგ სანახავი და თუმაჩვენე, გამართლებულიყო კიდევაცო.
– ყველაფერი ნამდვილად იქნებაო, – მიპასუხა ჩემმა ალმა: მე იმიტომ გაჩვენე ეგსანახავი, მოგეწონებოდა თუ არა, რომ ნამდვილად მეფედ გაგხადო და დიდი დოვლათიმოგანიჭოვო.
– აბა, თუ ღმერთი გწამს, მაგაზე მეტი რაღა უნდა მოვინდომო?
დანაპირები ამისრულა კიდეც. სანამ ალი მყვანდა, მეფე ვიყავი და დოვლათიც დიდიმქონდა. ეხლა მის მოგონებით-ღა ვსულდგმულობ. ეჰ, რაღა ვსთქვა, შვილებო, ალისსახსოვრად მხოლოდ იმის ლოგინი-ღა მაქვს: დეკასი და ბრაწისა, მოწნული იმისვე ხელით.ეჰ, რა ვთქვა და რა ვქნა… ღმერთმა მომცა ბედი და ისევ წამართო. დიდება იმის სახელს.ეხლა ალის მაგივრად კურდღელი და კაკაბი-ღა მყავს.
– ნეტავი ლოგინი მაინც გვაჩვენა ალისა! – წამოვიძახეთ ჩვენ.
– ჰნახავთ იმასაც, როცა კურდღლისა და კაკბის სანახავად მოხვალთ. – წარმოსთქვაციხელმა. – მეორე დღეს, – განაგრძო ციხელმა, – ტყეში წავედით, მე ერთი კონა ფიჩხიშევკარი წამოსაღებად. ალმა მითხრა: “ეგ რა არის? მაგის გულისთვის უნდა მოსცდე?მოსჭიდე ხელი აგერ იმ წიფელს და მოსწიე”, – მიმითითა ერთს უზარმაზარ წიფელზე, სულცოტა, ათი ურემი შეშა გამოვიდოდა, მე ყოყმანი დავიწყე. “რას ყოყმანობო?” – შემომიტივადა რა მეტი ღონე იქნებოდა, ამოვწიე და ძირ-ფოჩვიანად ამოვწვადე წიფელი; გავიდემხარზე, ისე მსუბუქა, მეგონა სახრე მქონდა გადებული მხარზე, და გამოვწიეთ შინისკენ.რომ მოვდიოდით, ხეზე ჩიტები სხდებოდენ და გალობდნენ: ჩხიკვები, ტრედები, ყვავებიც-კი ბრიყვდებოდენ, ვერა მხედავდენ ალბათ. ერთი კოდალა მოფრინდა და ზედ ჩემს თავზემიეკრა წიფელს, დაუწყო ნისკარტით თავისებურად კაკუნი. მე ნელ-ნელა ხელი ავაპარე,ვწვდი. დავიჭირე. დამიწყო ხვეწნა: ხორცი არ გამოგადგება ჩემი და ტყავი, რად მიჭერ?რისთვის? გამიშვი, თუ ღმერთი გწამსო. მეც ავდექი და გავუშვი. ან კი რა უნდა მექნა,თხილის ტოლა ცრემლები ჩამოსდიოდა და ნისკარტის წვერზე ეკიდებოდა.
III
მესამე დღეს სათიბს წავედი, მთაში. “მამობილო, მეც თან წამიყვანე, თუ ვერა ვთიბ,წყალს მაინც მოგიტანო”. – მითხრა ჩემმა შვილობილმა. მეც დავთანხმდი. ჩავიდე გუდაშისაგძალი, გავიდე მხარზე ცელი და გავწიეთ. თიბა რომ დავიწყე, ჩემი ალიც იქვე იჯდა დაალერსიანს თვალებს მადევნებდა; მე რაც შემიძლიან უსვამ ცელს, ვაწვენ ნაფთევზენაფთევს. მწვანე ბალახი, ათასნაირი ყვავილებით აჭრელებული, საამურად დაეწყო ერთიმეორის გვერდზე და მახალისებდა. “ცოტა ხანს დაისვენე, მამობილო, თავს რად იკლავო?! – მითხრა ალმა. მე არ გავუგონე. ჯიბრზე, ალბათ, ამოიღო უბიდან სალამური, დააწკრიალა,დაუკრა და რა დაუკრა. ცაში წავედი, ისე საამურად უკრავდა. თავბრუ დამესხა. ვხედავ დარას ვხედავ: დაიწყო ცეკვა მთა-ბარმა, თამაშობდენ ბალახნი, ხეები – დიდრონი მუხები,გორის ფხაზე ჩამწკრივებულნი არყები, ვერხვები. მეც ძალაუნებურად ავყევი, ვროკავდიხელცელიანი. ცაზე მომფრინავი სვავები, ძერები, მთის ქორები ჩამოსხდენ დაბლა,ჰროკავდენ ისინიც, სვავები ბობღავდნენ. კაკბებს, გნოლებს, როჭოებს ხომ რაღა თქმა უნდა.გამოჩნდა საითღაც მელია – კუდაფშეკილი ხტოდა, ცეკვავდა. მეცინებოდა ამ სურათისდანახვაზე. სად-ღა იყო ჩემთან დაღლა? როცა მოიჯერა გული სალამურის დაკვრით, ჩემმაშვილობილმა ჩაიდო უბეში სალამური; გონებაზე მოვედი. მივიხედ-მოვიხედე – ყველაფერი თავის წესზე იყო. მხოლოდ ჩემი შვილობილი იცინოდა: “აი, თუ არ დაისვენებ,ეგეც შენ! რად სწუხდები, შენ მოხუცებული კაცი ხარ, მომეცი აქ ცელიო”, – მითხრა დაწამგლიჯა ცელი ხელიდან. როგორც ცეცხლი ისე დატრიალდა და რასაც მე ორს კვირასძლივს გავთიბდი, იმან ერთს წუთში გათიბა. მე სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა, რომასეთი შვილობილი გამომადგა… კიდევ რასმე გეტყოდით, მაგრამ, ვაჰ მე, რომ გამცეთ?უთხრათ ვისმე; მაშინ რაღა ვქნა?
– არა ზიარების მადლმა.- იყო საერთო ჩვენი პასუხი.
– მაშ გეტყვით. ალის სალამური მე მაქვს, მაგრამ ვერ იქნა, ვერ დავუკარ, ბევრისგანბევრი ვეცადე. არ იქნა! – სთქვა ციხელმა.
– მე დავუკრავ, ძიავ, მე. კარგად ვიცი სალამურის დაკვრა. – სთქვა ერთმა.
– არა, მე უფრო კარგად ვიცი. – იძახოდა სხვა.
– ჰოდა ვნახოთ. ვინც დაუკრავთ, იმის ფეშქაში იყოს. – სთქვა ციხელმა და კვალადგანაგრძო: – ამ სალამურით ჩემი ალი დიდ ოინებსა შვრებოდა. ვნახოთ, მოდიანდამწკრივებული წეროები. ოჰ, როგორ მიყვარს იმათ ცაში დანახვა! დაუკრავდა ჩემიშვილობილი თავის სალამურს თუ არა, მაშინვე, როგორც პანტა, ჩამოცვივდებოდენ დაბლა.ვიჭერდი, რამდენიც მინდოდა, და ვინახავდი სახლში, – აგრეთვე თუ სავათებს, გარეულბატებს, იხვებს, ტრედებს და სხვ.
კიდევ უკეთესი გითხრათ: ერთხელ არაგვზედ წავედით სათევზაოდ. ამოიღოსალამური წყლის პირას და დაუკრა. შევხედე და თავბრუ დამესხა: გამოდის მდინარიდანორაგულები – აღებენ პირებს – ხაააპ, ხაააპ, შვრებიან. კალმახები – თითო ორი-სამიმტკაველი, ჭანრები, კაპუეტები. უკრავს სალამურს ჩემი შვილობილი – მოდის და მოდისთევზის ქარავანი რიყეზე. კარგი-მეთქი, რად გვინდა ამაზე მეტი, წაღება აღარ უნდა? – ვუთხარი მე. მართლაც, რაც გარეთ თევზი გამოვიდა, იმის ნახევარი ძლივს წამოვიღეთსახლში, დანარჩენი, როცა სალამურის ხმა მისწყდა, შეცურდა ისევ წყალში. კიდევ კარგი,რომ ცხენი მყვანდა თანა, თორემ ვინ წამოიღებდა იმოდენა თევზსა? მე კიდევ იმედი მაქვს,იქნება მოვიდეს და მოიკითხოს თავის სალამური. რა ვიცი, იქნება ღმერთმა მომხედოს.ნეტავი ერთხელ კიდევ მაჩვენა თვალით, როგორ შავეხვეწებოდი, მუხლებზე მოვეხვეოდი.იქნება თავს აღარ დამანებებდა. თუ მოვიდა ჩემთან, უსათუოდ თქვენც გაჩვენებთ,შვილებო, ჩემს შვილობილს.
ჩვენც ვეხვეწებოდით, როგორც კი შაგვეძლო ხვეწნა, ყელს ვუწევდით. ერთხმადვსთხოვეთ კურდღელი, კაკაბი და სალამური მაინც ეჩვენებინა. ყველანი ვემზადებოდითიმ დღესვე თან გავყოლოდით. მაგრამ ციხელმა დაგვითხოვა: – დღეს მე შინ არ მივალო დადანაპირების ასრულება შემდეგისათვის გადასდო.
მზე გორის ფხას გაება და ციხელიც გაემზადა შინ წასასვლელად. გაუქეჩა ცხვარს, წინგაუმძღვარა დიდრონი ვაცი, რომელსაც ხმლის სიგძო რქები ჰქონდა, წვერის ცანცარითცხვარს წინ მიუძღვებოდა დინჯად, ამაყად. უკან ციხელი მისდევდა ჯოხის ბჯენით დანელის სტვენით: ნტრიეეე, ქსიეეე! – ჩვენ შურის თვალით გავცქეროდით ამ ბედნიერსადამიანს… ციხელის ნაუბარი მე ღრმად ჩამებეჭდა გულში. ალი შემიყვარდა შემიყვარდა,რადგან ციხელის ალი სულ სხვა ჯურის ალი იყო და არა იმათ მსგავსი, როგორიცმსმენოდა… “ნეტავი მაჩვენა თვალით! – ვამბობდი ჩემთვის. – ნეტავი ჩვენსა მოიყვანა,მამაჩემს აპოვნინა. მე და ის დავმეგობრდებოდით. რამდენი ცხვარი და საქონელიგვეყოლებოდა ეხლა მაშინ! ეხლა კი რა მყავს! სამი ხბო, სამი ცხვარი. ერთად სალამურსდავუკრავდით. რაკი ისეთი გულკეთილია, მეც მასწავლიდა სალამურის დაკვრას. რაგაიგება, იქნება მაჩუქებდა კიდევაც? მაშინ ხომ ვეღარც გზირი შეგვაწუხებდა, ვერცნაცვალი, ვერც მამასახლისი და ჩაფარი? გირაოს ვეღარ წაგვართმევდა ვერავინ, დამომაგონდა ის სურათი, მამაჩემს რომ მამასახლისმა სილა გაარტყა და რაღაც საკრეფ-ხარჯებში ერთადერთი ჩალხანი ქვაბი წაგვართო და წაიღო… მამაჩემმა ხმა არ გასცა… ააახ!ამ ფიქრებში გართულმა გამოვრეკე შინ ჩემი საწყემსო… იმ ღამეს დამესიზმრა: ალი ჩვენსაიყო. მე მშვენივრად ვიყავი მორთულ-მოკაზმული. აუარებელი ცხვარი და ძროხა გვყვანდა.მე და ალი ვმწყსიდით, სალამურს ერთად ვუკრავდით და, ვინ მოსთვლის, რამდენსთევზსა და ფრინველს ვიჭერდით! ვენახი გვქონდა დიდი, თვალგადუწვდენელი,დავდიოდი, ვკრეფდი ყურძენსა და ვჭამდი, რამდენიც მინდოდა… ჩვენი სახლისსიტურფეს ხომ ენა ვერ ასწერდა. მოაჯირის წინ იდგნენ ქუდმოხდილი მამასახლისი,გზირი და მამაჩემს ყელგადაგდებული რაღაცას სთხოვდენ. დედაჩემსაც ჭრელი კაბა ეცვადა წუღების ბაკა-ბუკით დადიოდა…”
– ეფრემს არ გაუღვიძნია, ადამიანო?! გააღვიძე, ადგეს, რა ხანია გაუთენდა, – შემომესმაძილში მამიჩემის ხმა.
“ადე, ბიჭო, ადე, შვილო, გაიღვიძე, ყველამ წაასხა საქონელი!” – წამჩურჩულებდადედაჩემი. გავიღვიძე, მაგრამ, ნეტავი არ გამეღვიძოს, წარმოვსთქვი, როცა სიზმარი გაჰქრადა სინამდვილე დამიდგა თვალწინ.
ცოტა ხანს შემდეგ ფეხშიშველა, კონკებში გამოხვეული, ხელში სახრით მივერეკებოდიჩემს საწყემსოს – სამ ხბოს და სამ ცხვარს – იქითკენ, საცა გუშინ შევხვდით ციხელს. ის-ღადამრჩა ნუგეშად, რომ მოხუცებული კიდევ რასმე გვიამბობდა ალზე.
– ერთხელ დილაურის საქონელი მოვლალე, – განაგრძო ციხელმა: – უცბად თვალიმოვკარი, ეზოში რაღამაც გაირბინა, ქათამს ჰგავდა, ჭროღა ფერისა იყო. კარგადდავაკვირდი: ტყის პირს რომ მიაღწია, ცოტა ხანს დაეყუდა. ოღონდაც კაკაბია… ვიფიქრე:შარშან მყვანდა სხვა კაკაბი, იმასთანავე კურდღელიც ერთი, მაგრამ გამეპარნენ; – იქნებ ისიყოს? საით და როგორ? რადღა მოვიდა, რა მოიტანა, ან რა მიაქვს? ალბათ მოვიდა ჩემსგამოსაჯავრებლად, – ჰე, შენი ტყვე ვიყავი, გაგეპარე და რა ყურებზე ხახვი დამათალეო! – აბა რაკი ეგრეა და ახლა მე ვიცი, თუ შენი ჯავრი შავჭამო, კაკაბო, და მეც კაციმც ნუ ვიყო,ქუდიმც ნუ მხურებიაო, ვსთქვი და დავეტიე. ხელში ჯოხის მეტი არაფერი მეჭირა; არცთოფი ჩემთან, არც ხმალი, არც ხანჯარი, და არც დამბაჩა. გამოვუდეგ: შამიძვრა ჯაგებში,შავყევ მეც; გაიქცა მუხრიანაზე, – მივსდევ. თვალს არ ვაშორებდი – თავადაც როდიცდილობდა თვალიდგან დამმალვოდა, თუმცა არც ისე ახლო მიშვებდა, დამეჭირა, ან ქვამესროლა, ჯოხი დამერტყა. გავათავეთ ტყიანი, გადავედით სარაყდრის გორაზე. დააკრა იმდასაქცევმა სარაყდრის გორას და გასწია პირდაპირ აღმა, მირბის, მიგოგავს, ერთხელაც არგაფრენილა. მივსდევ მეც თან. ღმერთო, რა მუხლადი ვიყავ! არ ვიცოდი დაღალვა,დამახეთქა ოფლმა შუბლზე და მკერდზე. მაინც არ გავტყდი. კაკბის ჯავრი როგორა ვჭამო, – ვამბობდი ჩემთვის. – უნდა დამცინოს, გავხდე იმის გულისთვის? არა. მირბის, – მივსდევ.გავათავეთ ეს გორაც, მოვებენით ტყეს. გადირბინა გოდორა კლდის თავზე, გახდამოწამლულთ ხევზე, გავიარეთ საგულებელზე, გადავედით წითელჩი, გასწია პირდაპირსაშავარდნეთ თავისაკე, მოდის დოსტოღრივ. მოება ჭიუხებს, ოღრო-ჩოღროებს. დრო დადრო შემოუბერავდა ნიავი და აბურძგნიდა ნაცარა ბუმბულს, თეთრის თვლებითმოწინწკლულს. უხდებოდა იმ დასაქცევს, მაგრამ მე კი ბრაზი მომდიოდა. რამდენჯერმექვა ვესროლე. მინდოდა მომეკლა, მაგრამ ავაცდინე, კაკაბი აინუნშიაც არ იგდებდა ჩემსქვის სროლას.
გადავედით ქოფჩი. ისეთს კლდეებზე მომინდა ბღოტვა და ცოცვა, რომ ფეხებისა დახელების ფრჩხილები დამცვივდა, მაგრამ არ შევდრკი და არც უკან დავიხიე. თუნდამოვკვდე, სული ამომხდეს, უნდა მივსდიო კაკაბს. ზღვაში შევა, შევყვები, მიწაში ჩაძვრება,ჩავყვები, – ვამბობდი ჩემთვის: – უნდა გავიგო, რა სწადია, რა უნდა ჩემთვის. უნდაშემამთხვიოს ხიფათს რასმე, ჩემი სიკვდილი უნდა? დაე უნდოდეს, დაე მოვკვდე. გატყდესდა ვინ, ციხელი? აფსუს!.. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემო შვილებო, დააკრა შუა გორასკაკაბმა და როგორც ცისაკე გატყვარცნილი ისარი, წავიდა სასვეეთ თავისაკე. მივყევ მეცთან, ცოტა არ იყო, დაღალვა დამეტყო, მოვიკრიბე რაც ძალი და ღონე მქონდა… იარაკაკაბმა. ვიარე მე. დადეგ, შე უღმერთო, საცამდე უნდა იარო და მავლოვო? – დავუძახე. ის-იყო მთის წვერს მივატანეთ, საღამომაც მოატანა. კაკაბმა ჩემს ძახილზე ბალღივითდაცინვის კილოთი გაიკასკასა, აფრინდა და ცაში დაიკარგა. ხოლო ჩემს წინ დაერჭო მიწაშიფრთა. რაღას ვიზამდი, დავრჩი ხახამშრალი, გულს ვიმჯიღავდი, აქეთ-იქით გიჟივითვხტებოდი. რა დაგიკარგავ, რას ეძებ, ჩემო თავო? ნუთუ ეს ერთი ფრთა უნდა ვიკმავო?ამოდენა ტანჯვამ ჩამიაროს ტყუილად?! ეჰ, რაც არის, ეს ფრთა მაინც შავინახოვო, ვიფიქრე.თუ მკითხა ვინმემ კაკბის ამბავი, ვეტყვი: მოვკალი და შევჭამეო. დავჯე, სული მოვიბრუნე.მაღლა ვიყავ ძალიან, ძაფით ცაში ჩამოკიდებული მეგონა ჩემი თავი. მიბერავდა ცივი მთისნიავი; ირგვლივ ჯაჭვით, გაუტეხელის ჯაჭვით გადაბმული, ბუმბერაზი მთების ხროვა-ხროვა ეყარა, ზოგი მწვანედ, სხვა შავად. ზოგი დაგლეჯილ-დაფლეთილი და ზვავ-ღვარებისაგან ჩამოღადრულ-ჩამოკაწრული. ზოგები დაბლა არაგვისაკე ჩაწვდილიყვნენ დაშავად ჩაცმულ მოზარეებსა ჰგვანდენ, სატირელზე მტირალთა; ისინი მე ვერა მხედავდენ,ჩემი ამბავი იმათ არ გაეგოთ. მაგრამ აქ სხვები იყვნენ, მაღლა ქედაწვდილები,პირმოღუშულნი, მე დამცინოდენ. ბრაზმორეული დავბრუნდი უკან, მომაგონდათავდანებებული ძროხები, სახლი, გამოვწიე შინისკენ. ხელში, გამწარებული, კაკბის მიერმოძღვნილს ფრთას ვატრიალებდი…
გაბოროტებულს, იქნება, ფრთა კიდეც გადამეგდო, როგორც ხმელი ჯოყარი, უბრალოჩხირი, ღამეს რომ არ ესწრო. ღამემ რა გამოაჩინა? ისა, ჩემო კარგებო, რამდენიც დაბნელდა,ფრთამ სინათლე გამოსცა, აენთო, როგორც ჩირაღდანი, ანათებდა, არც იწვებოდა, არცამწვავდა. გამიხარდა, გამიხარდა, სიხარულით ცას დავეწიე. ვიწერდი პირჯვარს, ღმერთსმადლობას ვწირავდი, უსწორმასწორო გზებზე, ფრთის წყალობით, როგორც დღისით-მზისით, ისე მოვდიოდი.
ეს ფრთაც შინა მაქვს შენახული, სანთლად მუდამ იმასა ვხმარობ. დავსდებ კიდობანზედა მთელი ღამე ჩემი სახლი სამოთხესავით განათებულია.
ჩვენ ამოვიოხრეთ და ერთი-ერთმანერთს გადავხედეთ იმის ნიშნად, როდისმოვესწრებოდით ყველა ესენი ვნახოთო.
არ გაიარა ერთმა კვირამ, – განაგრძო ციხელმა, – შუადღე იქნებოდა, ძროხებსვასაგრილებდი, მე დერეფანში მხარ-თეძოზე ვიყავ წამოწოლილი. საითაც იყო და არ იყო,ჩემ წინ ეზოში ყურდაცქვეტილი კურდღელი გაჩნდა, შეხტა და შემოტრიალდა, დაიწყოკუნტრუში.
მაშინვე წამოვფრინდი. ჩემი კურდღელი იყო, შარშან რო გამეპარა. შენ ნახავ, თუ ამანაცბედს არა მწიოსო, ვიფიქრე. მივეტანე დასაჭერად, გამექცა. გამოვუდეგ. გაიქცა პირდაპირხოდისაკე – მირბის ჯაგიანზე. მივსდევ მეც. სულ გადავიკაწრე თვალ-პირი. კარგა გზამარბენინა. ბოლოს აფხუშოურს ნანგრევებში შეიჭრა და დასკუპდა ერთ ადგილას. გაშეშდა,აღარც იქით მიდის, აღარც აქეთ. მეც თამამად მივედი. მივეწვადე, უნდა დამეჭირა, მაგრამმაგარი ის არი, კურდღელი გადახტა, გამექცა, ხოლო ადგილმა, სადაც ის იჯდა, ფამფალი,ზანზარი დაიწყო და წამოდგა საფლავიდან უზარმაზარი ტანის კაცი, მშვენიერი სახისა,მხარ-ბეჭი ორი ადლი ექნებოდა, თავით ფეხამდე იარაღში იყო ჩამჯდარი, ტანზე ჯაჭვიეცვა, მუხლებზე ოქროთი დაზარნიშული საჩერნეები, საგანგებოდ მოვარაყულისამკლავეები, თავზე მუზარადი ედგა, წელზე დიდრონი ხმალი ერტყა, ფარი მხარ-იღლივჰქონდა გადაგდებული და ხელში ლახტი ეჭირა. მეტისმეტად ლამაზი, საამო სანახავი იყო,თუმცა მე შემზარა ასე უცბად იმის ადგომამ. უკან გადმოვხტი. “ნუ გარბიხარო”, – მითხრალმობიერის, გმირულის ხმით, – “რაკი ჩემამდის მოაღწიე, როგორიც მოჰსულხარ ისეთსვეღარ გაგისტუმრებ, ძმობილო! მე ცხოვრებაული ვარ, ჩემი სახელი დაკარგულია, აღარცხალხს ვახსოვარ და აღარც ქაღალდს და საწერ-კალამს, მაგრამ ჩემს ვინაობას მეგაგაცნობო… დიდხანს ვიბრძოლე, დიდხანს ვეომე საქართველოს მტრებს, ბოლოს მაჯობამტერმა, ლაშქარიც გამიწყდა და მე ცოცხალი დამმარხეს. დაილოცოს ღვთის მადლი დასამართალი, სჩანს, ჯერ არ მომკვდარვარ, ისევ ცოცხალი ვყოფილვარ, ხოლო ღვთისაგან აიამ იარაღისა, რასაც ჩემს ტანზე ჰხედავ, ხმარების ნება არა მაქვს. ეს შენ უნდა გიანდერძოდა შენ იცი, როგორც მოიხმარო.” აიხსნა მთელი აბჯარი და გადმომიყარა. “აიღეო!” მითხრა.მე კანკალი მომივიდა. ღირსად არ მეჩვენებოდა ჩემი თავი იმ დიდებული ვაჟკაცის აბჯრითდამეშვენა ჩემი უძლური ტანი. ვერ ვბედავდი აღებას. შემატყო მოკრძალება და უფრორიხიანად დამიყვირა: “მე შენ გეუბნები, აიღე და მოიხმარე იმის წინააღმდეგ, ვინცსაქართველოს ებრძვის და სჩაგრავსო”. მეტი რა ღონე იყო, დავეწვადე გმირის იარაღებს,თან ხელები მიცახცახებდა. როცა გავსწორდი წელში, ავიხედე მაღლა – ჩემს წინ მხოლოდდიდრონი იფნები და მუხები იდგა. აღარსად გმირი, აღარც კურდღელი. გადვიწერეპირჯვარი, შევწირე ღმერთს მადლობა. და წამოვედი შინ აბჯარ-აბგრით დატვირთული.წელი მოვიწყვიტე, ძლივს მოვიტანე იმოდენა რკინეულობა. ხმალი გამოდგა ისეთი, რომკამეჩებს შუაზე გაჰკაფავდა. სახელოვანი ომებში მე იმ ხმლით და ცხოვრებაულის აბჯრითვიყავი. როგორც გველის თვალს, ეხლა იმ იარაღებს ისე ვინახავ და ვუფრთხილდები. ვინმოსთვლის, სად შემიძლიან გიამბოთ სად რა ომებში ვყოფილვარ და მიტრიალებიაცხოვრებისეული ფრანგული.
თქვენ ძოღან საცდელადა გკითხეთ, გავათავისუფლო თუ არა კურდღელი და კაკაბიო.თქვენ რო კიდეც გეთხოვათ და შამხვეწნიყავით – გაუშვი, გაანთავისუფლეო, მაგას არვიზამდი… თუ გავუშვებ, იმ პირობით გავუშვებ, მარგონ რამა, როგორც წინათ ურგიაჩემთვის კაკაბს და კურდღელსა. ვიცი, რო ესენიც ბედსა მწევენ…
ჩვენ უფრო და უფრო ცნობისმოყვარეობა აგვეძრა და ვსთხოვეთ კვალად ეჩვენებინაჩვენთვის ყველა ის ნივთები, რითაც ციხელმა აღძრა ჩვენში ცნობისმოყვარეობა დასაღერღელი თვალით ნახვისა აგვიშალა: ალის ლოგინი, მისი სალამური, კაკბის ფრთა,სანთელივით მანათობელი, გმირის ნაანდერძევი იარაღები და სხვ. ციხელიც უარს როდიგვეუბნებოდა, პირობას გვიდებდა, მაგრამ არ იქნა, ერთხელ არ დააკმაყოფილა ჩვენითხოვნა. იმის შემდეგ რამდენჯერ კიდევ შევხვდით და ათასი რამ გვიამბო, სხვათა შორისისაც, როგორ მოსტაცა გველს თვალი. ხოლო თან ფიცს გვართმევდა, არავისთვის არგვეთქვა, არსად გაგვემხილა. ჩვენც ვეფიცებოდით და გულდასმით ვისმენდით ციხელისმიერ მოთხრობილს ამბებს. სხვა საუნჯეს ციხელმა გველის თვალიც მიუმატა. ჩვენ ამამბების სმენით თავბრუ გვესხმოდა.
არაგვის ჭალაზე მოვდიოდიო, – განაგრძობდა იგი. – დაღამდა, დაუკუნეთდა. თოფიმხარზე მკიდია – მგონია ნადირობიდან მოვდიოდი. ჩარგლის კარს რო შამოვჩნდი,დავინახე ზევით, ჭალის თავში თითქოს ცეცხლის ნაკვერჩხალს რაღაც ისვრის. ხან ჩაქრება,ხან გამოჯელავდება, მაშინვე გულში მომხვდა, რო გველი უნდა ყოფილიყო. გავეკარ ჭალისყურეს. შავეხვეწე ღმერთს, ჩვენს სალოცავებს, ზოგს კურატი აღუთქვი, სხვას ჭედილა დასამღთო, მოემართათ ჩემთვის ხელი, გავეხადე ღირსი გველის თვალის მოტაცებისა.გაგონილი მქონდა, რომ არ იყო ადვილი. მაგრამ, როცა კაცს ყისმათი უჭრის, ყველაფერიადვილია. ჰო, იმას გიამბობდით. გავეკარ ჭალის ყურეს და ამოვყევ მურყნიანს, თანვუთვალთვალებ. მართლაც ფიქრმა არ მიმტყუნა. გავარჩიე კარგად, რო გველია, საყურიანი;გამოჰკრავს პირით თვალს და ტყვიასავით დაეტაკება. აიღებს პირში, ახლა კიდევ, ახლაკიდევ.
ეჰ, რაც უნდა მომივიდესო, ვსთქვი. ჩავიმალე ფლატეში, იპრიანა ღმერთმა დაპირდაპირ იქითკენ დაიწყო გველმა თვალის სროლა, საცა მე ვიყავი ჩამალული და მესამედრო გამოისროლა, ისე ახლოს დაეცა გველის თვალი, რო ხელის გაწვდის და დავლებისმეტი არაფერი დამჭირებია. დავტაცე ხელი და დავიძარ, ნიავქარივით გადავიქე, ისემოვრბოდი. გველმა საშინლად დაიწივლა და გამომეკიდა, მორბოდა და მოწიოდა…ვირბინე, ვირბინე ძალზე, კინაღამ გული ამოვიგდებინე სირბილით. წივილი გველისათანდათან მისწყდა, შორს-ღა ისმოდა, ზარის ხმასავით ძლივს-ღა აღწევდა ჩემს ყურამდი.მოუკელ ნაბიჯს, გველის თვალი კი მაგრა მიჭირავ ხელში დაბღუჯვილი. ცახცახებდა,კანკალებდა, როგორც ცოცხალი არსება. თითქოს ენანებოდა ძველი პატრონის გაშორება.სიმართლე რო გითხრათ. დავიღალე, წყალი მომწყურდა. მაშინ ჯეილად ვიყავ და ეხლა როულვაშები მაქვს, ესეთი ულვაშები კი არა მქონდა, ყურებზე კი არა, უკან კეფაზევინასკვამდი და იმ დროს, რა ვიცი, თუ აღარა მქონდა შეკრული, თუ გამეხსნა. წყალიმწყუროდა, დავეწაფე არაგვს, გველისა აღარ მეშინოდა, ძალიან შორს დარჩა და მწარედტიროდა და გლოვობდა თავის უბედურებას. დავეწაფე წყალსა, დავლიე და კარგახარბადაც დავლიე პირქვე წაწოლილმა. ავიწიე, მაგრამ ვეღარ ვიწევ, შიგნით წყალში რაღაცმეზიდება. მე გავჯავრდი და რაც ძალი და ღონე მქონდა ავწიე თავსა. ვნახო და რა ვნახო!იმაზე საკვირველს რაღასა ვნახავდი? ორივე ულვაშის ტოტზე თითო ორაგული მომბმია დაორივე გამოვთარე. გველის თვალმა თავისი ძალა მაშინვე მაჩვენა. ისეთები იყო, თითოსძლივა ჰზიდავდა კაცი. ცას დავეწიე სიხარულით, ოთხიც სხვა რო ყოფილიყო, რას ვერასავზიდავდი, ლომივით ვაჟკაცი ვიყავ. წამოვიკიდე ორივე ზურგზე და გამოვწიეგამარჯვებულმა შინა. იმ ორაგულის ლაჩა ყბებს გველის თვალთან ერთად ვინახავ…
თვითეული ნაამბობის შემდეგ ჩვენი თხოვნა საერთო ის იყო, რო ერთხელ ეჩვენებიაყველა ესენი ჩვენთვის, მაგრამ ციხელის მხრით დაპირების მეტი არაფერი გვესმოდა.
როცა არ იქნა და ვერაფერი შევასმინეთ, პირობა პირობად რჩებოდა, ასრულებადანაპირებისა არსად იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბალღებმა, ერთად წავსულიყავით ჩვენთვითონ, რაც უნდა მოგვსლოდა და მთელი ციხელის სახლი გადაგვეჩხრიკა დაყველაფერი თავის თვალით გვენახა.
ციხელმა საღამოზე ჩვეულებრივად გაუმძღვარა დარბაისელი ვაცი ცხვრებსა, თავადაცთავის წოწლოკინა ქუდით გაჰყვა თავის საწყემსოს და გაურიალა: “ჩიეე, ნტრიეეე!” ჩვენკიდევ ზურგს უკან მუქარა მივაყოლეთ: მოიცა, მოიცა, ციხელო, არ გინდა შენ გვაჩვენოშენი ძვირფასი სალარო, მაგრამ ჩვენ თვითონ ვნახავთ, თუნდ ცხრაკლიტულში გქონდესდამალული.
ციხელის სახლი თითქმის ყველამ ვიცოდით საცა იდგა, ხოლო სახლში ნამყოფი არცერთი ჩვენგანი არ აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ ხვალვე იერიში მიგვეტანა ციხელის სახლზეისეთ დროს, როცა ის ცხვარში იქნებოდა. ფიქრი და ასრულება ერთი იყო.
მეორე დღეს, შუადღის ხანს, ჩვენ უკვე ციხელის სახლის კარებთან მოვიყარეთ თავი-თავს. თავთავიანთი საწყემსო უპატრონოდ დავტოვეთ, ისე გაგვიტაცა ცნობისმოყვარეობამ.ციხელის სახლი თითქმის არა სჩანდა გარშემო აყვირებულს შამბში. ანწლი, ჭინჭარი, დიყიდა ლემხურა ტყესავით ჰქონდა გარს შემორტყმული, ბანზედაც, გაუზვეპავობით, ბალახიამოსულიყო. ორგან ჭერი იყო ჩამონგრეული. სახლის კარები ადვილად გავაღეთ. მე თავადშევყავი კედელში სარკმელივით გამოჭრილს ფიცარში ხელი და გამოვუგდე ურდული.სახლის კარმა, ორის დაფუტურებული ფიცრისაგან შეთანთხილმა, საბრალოდ ჭრიალიმოიღო… ჩვენ თულებივით შევიჭრენით სახლში და რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რის ნახვამაცმთლად წელები მოგვწყვიტა და თავზე ცივი წყალი გადმოგვასხა. კაცს აეტირებოდა,სახლში ისეთი საცოდაობის სუნი ტრიალებდა. როგორც იტყვიან, სახლში ეკლის ჯაგი რომგექნია მთელი დღე, არაფერს მოედებოდა. არსად ხმალი, არსად ფარი და აღარსად გველისთვალი. განა, ვისაც გველის თვალი აქვს, ასეთი საცოდაობა ტრიალებს იმის ოჯახში?!თითებზე ჩამოგითვლით ციხელის მთელს ავლადიდებას: მარჯვენა კედლის წინ იდგაფეხებ გვერდზე მიწვენილი, ფეხებდამტვრეული კიდობანი. წინდაწინ ამ კიდობანსმივმართეთ, რადგან ის უფრო თვალებში გვეჩხირებოდა. ავხადეთ თავი და რა ვნახეთ?ერთი პირმოტეხილი ყურიანი ქილა დაგვიხვდა, შიგ ყველის წვენი, თუ გათქვეფილი ხაჭოიყო, ღმერთმა უწყის, იდგა ქილაში მწაკე და მწკლარტე. რაღა ბევრი გავაჭიანუროთ, წაკაიდგა ქილაში, რომელსაც ალბათ ციხელი შაექცეოდა. ეგდო შიგ ერთი გალეული ნამგალი,ცელის ნამტვრევი, ერთი ხარის რქა და ერთი წყვილი თუ სამი ცალი ქალმის ჯღანი,თაგვებისაგან ოთხგან თუ ხუთგან ძირგახვრეტილი და ნახრავი… თაროზე ორი ჯამი იდგა,ორი კოვზი და ერთიც ქიტურა ხისა, ტარმოკლე, თაგვების ნახრავ კაჩხაზედ ცალისსახელით გვერდგამოჭრილი თხის გუდა ეკიდა. კიდობნის გვერდით იდგა პატარასაფქვილე კოდი, შიგ ნახევარი თუ ერთი ლიტრა ქერის ფქვილი ეყარა; კიდობანზე ეკიდაპირებ-ჯაუღლილი ნაჯახი. კარების მარჯვნივ, წინა კედლის სისწვრივ. ციხელს ჰქონდაგამართული ლოგინი. ეს ადგილი საწოლად იმიტომ აერჩია, რომ აქ წვიმის წყალი ისე არჩამოდენილიყო, ეტყობოდა, როგორც სხვაგან. რკინის საკიდლის მაგივრად, კერაზე ხისსაკიდელი ეკიდა. მოგრეხილი წნელი, მაღლა დამაგრებული, წნელში გაყრილი თავ-ბოლომოხრილი თხილის ხე-კაკაჩუნა. თავის ლოგინისთვის თავსა, გვერდზე და ბოლოსნახჩები შემოევლო წიფლისა. შიგ შამბი ჩაეგო და სახურავად კი ხუთგან თუ ექვსგანგაგლეჯილი, ჭვარტლისაგან გაყვითლებული ნაბადი ჰქონოდა, სათავითურად – ხისკუნძი.
კედლებს, ყორით აგებულს კედლებს ვათვალიერებდით. ვუსვამდით ხელს და იქ სხვაარაფერი შეგვხვდა, გარდა ქვებ-შუა შეტანებული ხის ლურსმნებისა, მხოლოდ ზემოკედელში, უფრო ვითომ მოფარებით, ჟანგისაგან შეჭმულს შუბის წვერზე პატარა ჩალხანაქვაბი ეკიდა და შიგ ჩოხის შალის ნაჭერში დაფქული მარილი იყო გამოკრული. რადაგიკარგავ, რას ეძებ? ოჰ, რა ცუდია გაცრუებული იმედი?! რას მოველოდით და რავნახეთ? ღმერთო! ღმერთო! სადა ხართ, სადა, ალის სალამურო, გველის თვალო, ფრთავ,ჩირაღდნად მანათობელო? ჰაერში თუ ციხელის გონებაში? მოგვწყდა წელები, მოგვეკვეთამუხლები… აღარ ვიცით, რა ვქნათ. უნდა გავლანძღოთ ციხელი, უნდა შეურაცხვყოთმოხუცებული. რად მოგვიწამლა იმედი, რად მოკლა ასე უღმერთოდ ჩვენიაღფრთოვანება?!.. უნდა, უნდა უეჭველად ვუთხრათ, რაც უნდა მოხდეს, უნდა შევუძახოთერთხმად ასე: ჰაი, შე მატყუარავ, ცრუო, გცხვენოდეს, გცხვენოდეს! ვერ შევხვდებოდითთუ?
ჩვენ და ციხელი მეორე დღესვე შევხვდით ერთმანეთს. ციხელმა არჩეულს გეზზემორეკა თავისი საწყემსო და შორიდან დაგვიწყო ცქერა, ჩვენ შორიდან ვუცქეროდითმგლის თვალით და წინანდებურად აღარ გავრბოდით სხვადასხვა ამბების მოსასმენად.უკვირდა ციხელს ჩვენს მხრით ასეთი გულცივობა. იმან არ იცოდა, რომ ჩვენ უკვეგაჩხრეკილი და გადაქექილი გვქონდა მისი უბადრუკი ქოხი, ციხელი ამაყად იცქირებოდა,ჩვეულებრივ მხარ-თეძოზე შემოწვა, ჩვენ ადგილიდან არ ვიძროდით. ბოლოს ალბათმოთმინება გაუწყდა და თავად მიგვიწოდა თავისთან. ჩვენც ეს გვინდოდა. დაუყოვნებლივგავწიეთ ციხელთან.
სახეალესილები წარვსდეგით ციხელის წინაშე. იმან ჩვენი სულიერი განწყობილება ვერგაიგო, რადგან ეჭვი არაფრისა ჰქონდა და ისევ ძველებურად, თავისებურად დაიწყო.
– ჰოო, იმას გიამბობდით, ბალღებო. – წარმოსთქვა ციხელმა.
– რაც გვიამბე, ისიც სულ ტყუილია, – წამოვიძახეთ ჩვენ ერთხმად და მოულოდნელადგადავუსხიპეთ შუაზე დაწყებული სიტყვა. ციხელი ამას არ მოელოდა; არც ერთხელამისთანა პასუხი ჩვენგან არ ჰსმენია და ცოტა არ იყოს შეკრთა.
– როგორ თუ ტყუილი? – სთქვა ციხელმა.
– ტყუილია, ტყუილია! – ვყვიროდით ჩვენ და თან უკან-უკან ვიხევდით…
– რა იცით, რო ტყუილია? ვინ გაგაბრიყვათ? – წარმოსთქვა ციხელმა.
– ვნახეთ, ვნახეთ, გავსინჯეთ შენი სახლი. ვეღარ მოგვატყუებ, ვეღარ. რაც მოგვატყუე,ისიც გვეყოფა. – ვამბობდით ამას თუმცა, მაგრამ გულში კი გვინდოდა კიდევ რამ ეამბნაჩვენთვის ციხელს საკვირველი და საოცნებო. რა გაგვეწყობოდა, ერთხელვე ჩათრეულებივყავდით.
– როგორ? – წარმოსთქვა ციხელმა დთავი. – მერე იქ რას იპოვნიდით ან ჰნახავდით,თქვე საწყლებო, გიჟი ვარ განა თქვენსავით,ა ცბიერად გაიღიმა. – ჩემი სახლი გასინჯეთ? – და გადაიქნ-გადმოიქნია კარ-ღია, თავ-ღია სახლში შევინახო იმისთანა ძვირფასი რამეები? – სთქვა რა ეს ციხელმა, ნაძალადევის სიცილით ჩაიცინა. – იმეებს თქვენ ვერ იპოვით,ათიათასი წელიც რომ ეძებოთ.
ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალებით ვეკითხებოდით, იქნებ მართალი იყოს?იქნება არა სტყუის ციხელი! შაიძლება, შაიძლება.
1908 წ.