
პოეზია
ალექსანდრე ჭავჭავაძე – ჰხამს ტრფიალსა საყვარელი
ჰხამს ტრფიალსა საყვარელი სულად ედგეს, მით ჰსცოცხლებდეს,
მოშორებას ვერა ჰსთმობდეს, ღაწვთა მისთვის დაილებდეს;
გულს სურვილი ეგზნებოდეს, ჭირთა ყოლე მითა ჰსძლებდეს,
ზოგჯერ ზრახვით განჰსცხრებოდეს, ხან ტრფობითა მიახლებდეს