აპლიკაციაბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Huobi-მ წარადგინა მობილური აპლიკაცია საკომისიოს გარეშე Bitcoin-ტრეიდინგისთვის

Huobi Group-მა აამოქმედა ახალი მობილური აპლიკაცია Huobi Lite, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ Bitcoin-ით, სხვა კრიპტოვალუტებითა და ფიატური ფულით საკომისიოსა და მოსაკრებლის გარეშე. 

კომპანიის განცხადების აღწერის თანახმად აპლიკაციაში მხარდაჭერილია BTC, ETH, USDT, HT, EOS, BCH, XRP, LTC და HUSD, აგრეთვე აშშ დოლარი (USD), ვიეტნამური დონგი (VND), მალაიზიური რინგიტი (MYR), ჰონგკონკური დოლარი (HKD) და ჩინური იუანი (RMB). 

Huobi Lite საშუალებას იძლევა ივაჭროთ, შეინახოთ და მართოთ აქტივები. კომპანიაში განაცხადეს, რომ დააჩქარეს რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი, მომხმარებლები „თავის პირველ Bitcoin-ს ხუთ წუთზე ნაკლებ დროში მიიღებენ“. მომხმარებლების აქტივების უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 20 000 BTC მოცულობის ფონდი. 

Huobi-ში მიიჩნევენ, რომ აპლიკაცია შეამცირებს ბარიერებს დამწყები ტრეიდერებისთვის, იგი გათვლილია ფართოდ გავრცელებაზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის განვითარებად ბაზრებზე. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში Huobi-მ აამოქმედა საბროკერო პლატფორმა Huobi Brokerage, რომელიც ორიენტირებულია ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორებზე. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button