ელექტროსადგური მოიპოვებს Bitcoin-ებს მორჩენილი ჭარბი ენერგიის გამოყენებით
ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურები ყოველთვის ვერ ახერხებენ მოჭარბებული ენერგიის ნარჩენების შენახვას მისი შემდგომი გამოყენებისთვის. როგორც წესი, ეს ნარჩენები იწვება ან ატმოსფეროში განიდევნება. თუმცა ნიუ-იორკის ერთ-ერთმა ელექტროსადგურმა გადაწყვიტა ზედმეტი ენერგია კრიპტოვალუტის მაინინგში გამოიყენოს.
ელექტროსადგურ Greenidge Generation-ის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ დამატებითი ენერგია მათ საშუალებას აძლევს მოიპოვონ დღეში 5.5 BTC, რაც არსებული კურსით დაახლოებით 45 ათასი აშშ დოლარის ტოლია.
გამომცემლობა Bloomberg აღნიშნავს, რომ ინიციატივის უკან მდგომმა საინვესტიციო კომპანია Atlas Holding LLC-მა დაამონტაჟა დაახლოებით 7 ათასი ერთეული აღჭურვილობა მაინინგისთვის. თავად ობიექტი 1937 წელს აშენდა და თავდაპირველად მუშაობდა ქვანახშირზე, შემდეგ კი გადავიდა ბუნებრივ აირზე.
Atlas Holding-ის თანახმად მაინინგ-ფერმებში გამოიყენება ქარხნის სიმძლავრის მხოლოდ მცირე ნაწილი, რის გამოც მათი შენახვა იაფი ჯდება. კრიპტოსავალუტო მაინინგ-ფერმებს, როგორც წესი, მეტად დიდი მოცულობის ელექტროენერგია სჭირდება, ამიტომ მაინერები მუდმივად ეძებენ იაფი ენერგიის წყაროს.