ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

Blue Origin წარმოგიდგენთ რაკეტას, რომელიც SpaceX-ის Falcon Heavy-ს კონკურენტია

კომპანია Blue Origin-მა წარადგინა მრავალჯერადი რაკეტა New Glenn, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Falcon Heavy-ს. 

რაკეტა დიამეტრით 7 მეტრზე მეტია – იგი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლად მოთავსდება Blue Origin-ის მეორე რაკეტა – New Shepard. 

New Glenn-ის სიმაღლე 95 მეტრია და შეუძლია 45 ტონაზე მეტი ტვირთის აწევა. სამომავლოდ New Glenn ორბიტაზე გაიტანს კომერციულ ტვირთს, ასევე შეასრულებს სამხედრო და სამეცნიერო მისიებს. 

გარდა ამისა, კომპანიამ მოახდინა ზედა BE-3U დონის ტესტირება თავის საწარმოში, დასავლეთ ტეხასში.  ძრავებში გამოყენებულია „ექსპანსიური ციკლის“ კონსტრუქცია – იგი სხვა ძრავებზე მარტივია, რადგანაც სითბო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ტურბინები, ასევე გენერირდება საწვავის წვის ძირითად კამერაში. 

Blue Origin-მა წარმატებით შეასრულა BE-4 ძრავის შემოწმება, რომელიც რაკეტის ძირითადი და მეორე დონის საფუძველს წარმოადგენს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button