სალვადორ დალი – გამონათქვამები
ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი.
არ გიყვარდეს ქალი – დანაშაულია, გიყვარდეს – სასჯელი.
ექვსი წლის ასაკში მე მსურდა ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი.
სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ ოდნავაც არ გემუქრებათ.
ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.
და მაინც, რაა ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.
მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები.
პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა.
დიდი მადლობა ჩემს მტრებს. ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის, რაც მე ახლა ვარ.