![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/03/კომპანია-Samsung-სმატფონ-Galaxy-Note20-ის-ორ-ვერსიას-ამზადებს.jpeg?fit=800%2C450&ssl=1)
კომპანია Samsung სმატფონ Galaxy Note20-ის ორ ვერსიას ამზადებს
რამდენიმე თვეა ინტერნეტში ტრიალებს ცნობები მზადებაში არსებულ სმარტფონ Samsung Galaxy Note20-ის შესახებ. ბოლო ინფორმაციის თანახმად კომპანია წარადგენს სულ მცირე ორ მოდელს, რომელთაც სხვადასხვა პროცესორი ექნება.
არაოფიციალური მონაცემებით სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს Galaxy Note20 სმარტფონის ორი ვერსიის გამოშვებას. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებული იქნება რვაბირთვიან ჩიპ Snapdragon 865-ზე, მეორეს კი ექნება სხვა პროცესორი, რომლის დასახელება ჯერჯერობით უცნობია.
შესაძლებელია ვარაუდი, რომ საუბარი ეხება ახალ ჩიპს Exynos-სერიიდან, რომელიც აგებულია ღრმა ულტრაიისფერი ფოტოლითოგრაფიის ტექნოლოგიით (EUV, Extreme Ultraviolet Lithography).
ვრცელდება ცნობა, რომ Note20 სერიის საბაზისო მოდელს ექნება მხოლოდ 128 გბ ფლეშ-მეხსიერება იმ დროს, როდესაც მისი წინამორბედი Note 10-ის მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტია. ასეთი შემთხვევა შესაძლოა ნიშნავდეს მოწყობილობის ფასის შემცირებას, ან Samsung თავის სმარტფონებში დააბრუნებს microSD მეხსიერების ბარათის სლოტს.
ძველად კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy Note სერიის ფაბლეტები ბერლინში გამართულ გამოფენა IFA-ზე, თუმცა ბოლო წლებია იგი პრეზენტაციებისთვის ირჩევს ღონისძიება Unpacked-ს. როგორც ჩანს, გასული წლის მსგავსად ახალი Galaxy Note მოდელების წარდგენა მოხდება ნიუ-იორკში აგვისტოს დასაწყისში. არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში წარიმართოს.