პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ოდეს იყრების ომად ლაშქარი ..

ოდეს იყრების ომად ლაშქარი,
არ რგებან გზანი,
ჩემო სიმღერავ, მაშინ ჩქარ-ჩქარი
ჰანგი დასძარი.

ოდეს სასმელად ლაშქარს არ ჰყოფნის
ზღვა ატლანტიის,
იწყე მოტივი – არა არყოფნის,
არამედ ტყვიის.

თუ რომ სადგომად არ ეყოფიან
სივრცე ხმელეთის,
ჩემო სიმღერავ, მაშინ სჯობიან
სიმღერა ჰკვეთის.

გადაერიე, ლაშქარო, გასწი,
გაფანტე მტერი,
წუნკლებს მიუზღავს თვისას ათასწილ
საბჭოთა ერი!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button