ახალი ამბებიტექნოლოგია

8K ტელევიზორების მიწოდება მიმდინარე წელს ხუთმაგად გაიზრდება

მიმდინარე წელს მოსალოდნელია ულტრაფართო 8K გაფართოების მქონე ტელევიზორების მიწოდების მოცულობის მკვეთრი ზრდა –  გვაცნობებს რესურსი DigiTimes საწარმოო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

8K ფორმატის პანელების გაფართოებაა 7680 × 4320 პიქსელი. ეს ოთხჯერ მეტია 4K-სთან  (3840 × 2160) და თექვსმეტჯერ მეტი – Full HD (1920 × 1080) გაფართოებასთან შედარებით. 

image.jpeg

8K ფორმატის ტელევიზორები უკვე წარადგინა რამდენიმე კომპანიამ. მათ შორისაა Samsung Electronics, TCL, Sharp, LG Electronics და Sony. რა თქმა უნდა, ასეთი პანელების ფასი მეტად მაღალია. 

შეფასებების მიხედვით გასული წლის განმავლობაში გლობალური მასშტაბით მოხდა დაახლოებით 430 ათასი 8K ტელევიზორის მიწოდება. მიმდინარე წელს მოსალოდნელია პრაქტიკულად ხუთმაგი ზრდა: მოცულობამ 2 მლნ ერთეული უნდა შეადგინოს. 2022 წელს კი ბაზრის მოცულობა ანალიტიკოსების აზრით დაახლოებით 9.5 მლნ იქნება. 

8K ფორმატის პანელებზე მოთხოვნის ზრდას ექსპერტების აზრით ხელს შეუწყობს რამდენიმე ფაქტორი. ესენი იქნება კლებადი ფასი, შესაბამისი მაღალი გაფართოების კონტენტის გამოჩენა და მეხუთე თაობის მობილური ქსელის განვითარება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button