![](/wp-content/uploads/2020/03/ბატარეაზე-მომუშავე-უსადენო-მონიტორი-AirView-სმარტფონებისა-და-ლეპტოპებისთვის.jpeg)
ბატარეაზე მომუშავე უსადენო მონიტორი AirView სმარტფონებისა და ლეპტოპებისთვის
ქრაუდფანდინგის პლატფორმა Kickstarter-ზე წარმატებით დებიუტირებს პორტატული მონიტორი AirView-ს პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეპტოპებსა და სმარტფონებთან გამოყენებისთვის.
მოწყობილობით შესაძლებელია სიგნალის წყაროსთან მონაცემთა გაცვლა უსადენო და სადენიანი კავშირით. კერძოდ, ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 ადაპტერი, რომელიც მოქმედებს 2.4-და 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში. მონიტორში წარმოდგენილია Miracast და AirPlay მხარდაჭერა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია HDMI და USB Type-C ინტერფეისები.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/03/image.jpeg.3683ba15484a421a0e581bf9c4e2b48b.jpeg)
მონიტორს აქვს ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. კვებას უზრუნველყოფს 10 500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც დაახლოებით 4 საათს ძლებს.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/03/image.jpeg.a1ced11f9dc71d78febf99d3f13ba7c0.jpeg)
AirView გამოვა ორ მოდიფიკაციად – 15.6-და 13.3-დუიმიანი მოდელები. ორივე მათგანს ექნება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD ფორმატი), კადრის განახლების სიხშირე – 60 ჰერცი. მხარდაჭერილია სენსორული მართვა.
უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 . მხარდაჭერილია 98%-იანი sRGB ფერთა გამა. მოწყობილობა იწონის 1080 გრამს, მისი ზომებია 352 × 228 × 9,4 მმ.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/03/image.jpeg.94be342862c833bda1467765bf7d5814.jpeg)
უმცროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელი 300 კდ/მ2 -ს შეადგენს. sRGB ფერთა გამა 100%-იანია. ამ ვერსიის ზომა 310 × 200 × 9,4 მილიმეტრია, წონა – 850 გრამი.
მონიტორის ფასი 330 აშშ დოლარიდან იწყება. შეკვეთების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მაისიდან.