![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/03/challenger-explosion.jpg?fit=630%2C509&ssl=1)
1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური ხომალდი “Challenger” გაშვებიდან 73 წამში ნაწილებად დაიშალა და ეკიპაჟის შვიდივე წევრი იმსხვერპლა. ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ამბავი გახდა, მოვლენიდან 1 საათში ამერიკელთა 85%-მა უკვე იცოდა მასზე. ამ უბედურმა შემთხვევამ “შატლის” პროგრამის 32 თვით შეჩერება გამოიწვია. მოვლენას განიხილავენ ხოლმე ინჟინერულ უსაფრთხოებაზე საუბრისას.