გადაღებულია ვიეტნამის ომის დროს, 1968 წლის 1-ლ თებერვალს ედი ადამსის მიერ. ჯალათი გახლავთ პოლიციის ხელმძღვანელი, სიკვდილისმისჯილი კი ვიეტკონგის ორგანიზაციის წევრი, რომელმაც, ბრალდების მიხედვით, იმ დილას ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები დახოცა. ადამსის თქმით (1998 წ. ჟურნალი “TIME”), გენერალმა მოკლა ოფიცერი, ფოტოგრაფმა კი გენერალი, რადგან ფოტოს გავრცელების შემდეგ გენერალი ყველას შესძულდა. ფოტო სწრაფად გახდა პოპულარული და ომის არაჰუმანურობის სიმბოლოდ იქცა, ამერიკას კი ჩამოხსნა განმათავისუფლებლის ნიღაბი.
Related Articles
Check Also
Close - ლია ბიბილეიშვილი – ნიკო ნიკოლაძე რიონზე ნაოსნობის შესახებიანვარი 14, 2021