ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჩვენი ზღვის არ-მნახველებს ..

ჩვენი ზღვის არ-მნახველებს
სხვა ჩვევები ჰქონია.
რაც მე აღარ მაღელვებს,
მრავალს დროშა ჰგონია.
აგრეთვე არ მაშინებს,
მუდამ გავემიჯნები –
ლექსს რომ აშალაშინებს,
უსულგულო ნიშნები.
თითქო ხმისთვის მზიური
გზა არაა შეჭედვის,
გარდა დემონიური
საშინელი ბეჭედის.
ნიშანი ქვეყნიური
ყალბი ენამჭევრობის,
დაღი სატანიური
შეთქმულობის წევრობის.
იცოდეს – თუ არ იცის:
ის იქნება საქები –
ენა მშობლიურ მიწის,
უბრალო, გასაგები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button