ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – მარია

ქოხმახი. ნაყროვანი სადღესასწაულო სადილი დასრულდა.

მოსამსახურეები ჩექმებსა და ქათქათა პერანგებში არიან გამოწყობილნი, მოკლეზე აკრეჭილი გაწითლებული კისრები უჩანთ.

ღრიალებს ორი გარმონი, მარდად იმეორებენ:

გზა დაუთმეთ, ხალხნო, ჩქარა,
ტრეპაკით მოდის ფედოტი!

ილიუშკა და ნატაშა ევლებიან ერთურთს, აკაკუნებენ ფეხსაცმლის ქუსლებით, თან თვალს ვერ უსწორებენ ერთმანეთს.

— მარია, შენ რატომ ზიხარ?

ის არ პასუხობს, პირქუშად მღიმარი მზესუმზირას აკნატუნებს.

— ერთი მაინც გამოითამაშე!

თავს აქნევს, ქვეშ-ქვეშად გასცქერიან მოცეკვავეთ თავისი შორი-შორ განლაგებული, ცხვირის დასაწყისთან დაელმებული შავი თვალებით.

და უცებ დგება, მოსასხამს ისწორებს მხრებზე…

ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ ცეკვავს!

უშნოა, სიყმაწვილემოთავებული, დაბალი, გაკნაჭული, ყველას კი გული უჩქროლდება; როგორი მჩქეფარება იგრძნობა ძალთა, იდუმალი ვნებისა, ელვა მეტისმეტი და სიამტკბილე!

ილიუშკა ნესტოებს ბერავს, იატაკზე ქუსლებს აბაკუნებს, ფეხისწვერებზე დგება:

უჰ, მოუსვი უფრო ხშირად,
უფრო ტკბილი გახდი, უფრო!

მარია გვერდით სხლტება, ცოცხალ-მკვდარივით უგულოდ, ცივად მოუჭრის:

მე ვროკავდი მხურვალ ლავად
და შენ მაინც გეცოტავა…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button