ლიტერატურამოთხრობა
ივან ბუნინი – ჭიანჭველების ბუდე
ზაფხულის საღამოა. იამშჩიკის სამცხენა ეტლი და უბოლოო ხრიოკი შარაგზა… რუსეთში მრავალია უდაბური გზა და ტრამალი, მაგრამ ასეთი უკაცურობა, ასეთი მდუმარება იშვიათია. იამშჩიკმა მითხრა:
— ამ ადგილს, ბატონო, ჭიანჭველების ბუდე ჰქვია. აქ ძველად აუარება თათრები გვებრძოდნენ. დიოდნენ ჭიანჭველებივით დღე და ღამე, დღე და ღამე და მაინც ვერ გვძლევდნენ…
მე შევეკითხე:
— დიდი ხნის წინ?
— უხსოვარი დროის ამბავია, — მიპასუხა მან. — ათასწლეულების წინანდელი!