გართობაინტერნეტი / სოც მედიაფაქტები

რა ხდება ინტერნეტში 60 წამის განმავლობაში?

ლამ ვიცით, რომ ინტერნეტ-სივრცე ყოველთვის აქტიური და ხმაურიანია, თუმცა ის, რასაც ექსპერტების დასკვნა აჩვენებს, ჩვენს მოლოდინს აღემატება – 700 000 კითხვა გუგლში, 168 მილიონი გაგზავნილი ელფოსტა და 98 000 ტვიტი ტვიტერზე. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ინფოგრაფიკა, რომელიც პოსტის დასაწყისშია, შედგენილია Go-Globe.com-ის მიერ და გვაძლევს წარმოდგენას, თუ რა ოპერაციები სრულდება 1 წუთის განმავლობაში ინტერნეტში. ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია – საიდან ამდენი დრო ამდენი ოპერაციის განსახორციელებლად?

გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობიდან 30.1 მილიონი მოზარდი სტუმრობდა ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე. ეს თითქმის ორჯერ მეტია 2006 წლის რაოდენობასთან – 16.5 მილიონთან შედარებით. 2010 წელს იმ ბრიტანელი მოზარდების რაოდენობამ, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ შეხება ინტერნეტთან, შეადგინა 9.2 მილიონი, რაც ნაკლებია 2009 წლის მაჩვენებელზე – 10.2 მილიონზე.

 
მაშ ასე, ინტერნეტის 1 წუთიანი სტატისტიკა:

* იგზავნება 168 მილიონი ელექტრონული წერილი ფოსტიდან.
* სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 695 000-ჯერ ახლდება სტატუსი, იპოსტება 79 364 პოსტი კედელზე და ქვეყნდება 510 040 ახალი კომენტარი.
გუგლს უწევს პასუხის გაცემა 694 445 თხოვნაზე.
სკაიპის მომხმარებლები ახორციელებენ ჯამურ 370 000 წუთიან ხმოვან საუბარს.
ტვიტერზე იქმნება 320 ახალი ანგარიში და ქვეყნდება 98 000 ტვიტი.
Tumblr მდიდრდება 20 000 ახალი პოსტით.
* ინტერნეტ რადიო მომწოდებელი პანდორა უშვებს 13 000 + საათის ჯამური ხანგრძლივობის ფაილებს.
* ჩამოიტვირთება აიფონის 13 000 აპლიკაცია.
Flickr-ზე ქვეყნდება 6,600+ ფოტო.
* ვებ-ბრაუზერი FireFox ჩამოიტვირთება 1700-ჯერ.
* სოციალურ ვებსაიტ Scribd-ზე დოკუმენტების 1600+ გაზიარება ხდება.
Craigslist-ს ემატება 1200+ განცხადება.
* საიტ იუტუბზე იტვირთება 600 ახალი ვიდეო.
* 125-ჯერ ჩამოიტვირთება ვორდპრესის სხვადასხვა პლაგინები.
LinkedIn-ზე იქმნება 100 ანგარიში.
* ხდება 70 ახალი დომეინის რეგისტრაცია.
ვორდპრესი ჩამოიტვირთება მინიმუმ 50-ჯერ.
Yahoo! Answers პასუხობს 40 შეკითხვას.
* ამასობაში 100-ზე მეტი კითხვა ისმება Answers.com-ზე.
* 1 ახალი განსაზღვრება ემატება Urban Dictionary-ს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button