მალაკჰამბი, იგივე მალკჰამბი, ტრადიციული ინდური სპორტია, რომელიც მოიცავს ტანვარჯიშის ილეთების შესრულებას ვერტიკალურად აღმართულ ხის ბოძზე ან მსხვილ თოკზე.
მისი ყველაზე ადრეული ფესვები თარიღდება XII საუკუნით – 1135 წელს მწერალმა სომესვარა ჩალუკიამ აღწერა მალასტამბჰა, თუმცა მისი კავშირი მალაკჰამბთან ხშირად საკამათოა. ფართო საზოგადოებაში XIX საუკუნიდან გავრცელდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ამ სპორტის მიმდევარსა და მწვთნელს, ბალამბჰატა დადა დეოდჰარს.
მალაკჰამბში ჩემპიონატი პირველად 25 წლის წინ ჩატარდა. ამ პრაქტიკას ამჟამად ინდოეთის 29 შტატში მისდევენ. არსებობს მალაკჰამბის 30-მდე სახეობა. მალაკჰამბი არ წარმოადგენს ცეკვის სახეობას, თუმცა ფართო საზოგადოებაში ასე ეძახიან. მნახველებს ყოველთვის აღაფრთოვანებთ სპორტსმენების მოქნილობა და ექსტრემალური ილეთების არაჩვეულებრივად შესრულების უნარი.