ავტომობილიახალი ამბები

Porsche გეგმავს ელექტრომობილების გამოშვებას ავტომობილების ყველა სერიაში

Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა (Oliver Blume) ისაუბრა ბრენდის სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილების ელექტრიფიცირებასთან. 

შეგახსენებთ, რომ Porsche-ს პირველი მთლიანად ელექტრო ავტომობილი გახლავთ ოთხკარიანი კუპე Taycan. იგი აღჭურვილია სინქრონული ელექტროძრავითა და მაღალეფექტური ბატარეებით, რომელთაც საფუძვლად უდევთ 800-ვოლტიანი ტექნოლოგია. გამოყენებულია ავტომატური ორფაზიანი ტრანსმისია: პირველი „მოკლე“ გადაცემა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მძლავრი და სწრაფი აჩქარება სტარტისას, მეორე „გრძელი“ გადაცემა კი გარანტირებს აუცილებელ მარაგებს მოძრაობისას მაღალი სიჩქარის განვითარებისთვის. 

ბლუმის თქმით, სამომავლოდ მთლიანად ელექტრიზებული მოდელები გამოვა Porsche-ს ავტომობილების ყველა თაობაში. ესენია ქროსოვერის, ორკარიანი სპორტული მანქანებისა და სედანის ტიპის მოდელები. 

image.jpeg

2021 წელს შედგება კომპაქტური ელექტრო ქროსოვერ Macan-ის დებიუტი. გარდა ამისა, განიხილება ისეთი ელექტრომობილების წარმოება, რომლებიც მოგვევლინება 718 Cayman-ისა და 718 Boxster-ის „შთამომავლებად“. ამგვარი ელექტრომობილები დღის სინათლეს 2024 წლისთვის იხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ Porsche შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში. ეს კონცერნი დიდ ყურადღებას უთმობს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen აპირებს მსოფლიოს სამი ათეული სხვადასხვა ელექტრომობილი წარუდგინოს. 2025 წელს კი გეგმის თანახმად კომპანიის ელექტრომობილების ყოველწლიური გაყიდვების მოცულობამ 1 მილიონს უნდა გადააჭარბოს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button