
ახალი გეიმინგ სმარტფონი Xiaomi Black Shark 3 ორი ბატარეითა და 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვით
ფლაგმანური გეიმინგ სმარტფონ Black Shark 3-ის გამოშვებას Xiaomi მომდევნო კვირაში აპირებს, მანამდე კი კომპანიამ სოციალურ ქსელ Weibo-ში გააზიარა პოსტერი, რომელზეც წარმოდგენილია სმარტფონის გარკვეული მახასიათებლები. კერძოდ, ცნობილი გახდა მისი ბატარეის მოცულობა და სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე.
Black Shark 3-ს ექნება 4720 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც, როგორც პოსტერიდან ჩანს, Xiaomi Mi 10 Pro-ს მსგავსად ორნაწილიანი იქნება. ძველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ სმარტფონს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ექნებოდა, თუმცა პოსტერის მონაცემებით ინფორმაცია დაკორექტირდა.
სმარტფონს ასევე ექნება 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ისევე, როგორც სამომავლო OPPO Find X2-სა და Realme X50 Pro 5G სმარტფონებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში დაანონსდა. Weibo-ზე განთავსებული პოსტი გვაცნობებს, რომ ერთი ბატარეის (2780 მა/სთ) სრულად დამუხტვისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო.

უკვე ცნობილია, რომ Xiaomi-ს ახალ გეიმინგ-ფლაგმანს ექნება 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანი, LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, Qualcomm Snapdragon 865 პროცესორი, UFS 3.0 მოდული და ორდიაპაზონიანი 5G მოდული.
სმარტფონის პრეზენტაცია 3 მარტს შედგება.