ბიოგრაფია

Jorge Luis Borges – ხორხე ლუის ბორხესი

ბორხესების ოჯახი ორენოვანი იყო, ამიტომ მომავალი მწერალი ბავშვობიდან ერთ დონეზე მფლობდა ინგლისურ და ესპანურ ენას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბორხესი ჟენევაში სწავლობს, გარკვეულ დროს ატარებს იტალიასა და ესპანეთში. ამ პერიოდისთვის ხორხე ლუის ბორხესი ესპანეთში ულტრაისტული ავანგარდული მიმდინარეობის წევრია. ჟურნალში Grecia ქვეყნდება უოლტ უიტმანის სტილში დაწერილი მისი პირველი ლექსი, ჰიმნი ზღვას.

1921 წელს იგი ბუენოს-აირესში ბრუნდება და მრავალმხრივ კულტურულ მოღვაწეობას იწყებს: აარსებს ჟურნალს, თარგმნის კაფკასა და ფოლკნერს, აქვეყნებს ლექსებსა და ესეებს. 1930-იანი წლების ბოლოს იგი იწყებს მოთხრობებისა და ნოველების წერას და აქვეყნებს ”გაიძვერობის უნივერსალურ ისტორიას”, რომელიც სახელს გაუთქვამს როგორც პროზაიკოსს.

ამ პერიოდში ბორხესი თავზე ტრავმას იღებს, რაც მის ნაწილობრივ დაბრმავებას იწვევს. ცხოვრების მეორე ნახევარი თითქმის მთლიანად ბრმა იყო და თავისისთ ვერაფერს კითხულობდა რაც ავტომატურად გამორიცხავდა დიდტანიან რომანებს… ასე დააბიჯებდა იგი თავისი სიბრმავის ლაბირინთში და ადრე წანაკითხი ლიტერატურული გმირების აჩრდილებს დასდევდა.

სიბრმავის მიუხედავად იგი მაინც განაგრძობს მუშაობას. ამაში მას ჯერ დედა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თანაშემწე და მოგვიანებით მეუღლე, მარია კოდამა ეხმარება.

ამ პერიოდისთვის ბორხესი ძირითადად ცნობილია თავისი ნოველებით, თუმცა ამავე დროს წერს ლექსებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. იგი თანაავტორია ასევე პაროდიული დეტექტივებისა, რომლებიც ბუსტოს დომეკის ფსევდონიმით გამოდის, და ასტორ პიაცოლას მუსიკაზე შექმნილი სიმღერების. 1955 წელს ბორხესს ნიშნავენ ბუენოს-აირესის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. ამავე წელს ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლებას იწყებს.

საერთაშორისო კრიტიკა ბორხესის შემოქმედებით მხოლოდ 1960-იანი წლებში ინტერესდება. 1961 წელს იგი სამუელ ბეკეტთან ერთად იღებს ფორმენტორის პრემიას. 1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგნება ინგლისურად, რასაც ავტორისთვის დიდი პოპულარობა მოაქვს. 1967 წელს ბორხესი ცოლად ირთავს დიდი ხნის მეგობარს, ელზა ასტეტ მილანს, რომელთან ქორწინებაც 3 წელი გრძელდება. 1973 წელს ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბორხესი ტოვებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას. 1979 წელს მწერალს აჯილდოებენ სერვანტესის პრემიით, 1983 წელს კი საპატიო ლეგიონის ორდენს იღებს.

ცხოვრების ბოლო წლებს ბორხესი თავის თანაშემწესთან, მარია კოდამასთან ატარებს. 1984 წელს ისინი აქვეყნებენ ნაწყვეტებს თავიანთი დღიურიდან, სახელწოდებით ატალა, სადაც ბორხესის ტექსტები და კოდომას ფოტოებია. ისინი 1986 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ქორწინდებიან. ბორხესი გარდაიცვლება კიბოთი, ჟენევაში, 1986 წლის 14 ივნისს. მას მეფეთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბორხესის ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს ფილმები, მათ შორის – “შემოჭრა” (უგო სანტიაგოს), “ობობას სტრატეგია” (ბერნარდო ბერტოლუჩი).

ბორხესის მოთხრობების არსი გადმოვცეთ ჩვენი სიტყვებით – ეს იგივეა, რომ  წყალს ან ქარს მივცეთ ფორმა.

მის მოთხრობებში ბევრი ლაბირინთებია, უამრავი სიზმრები, ბევრი შეხვედრები და საუბრები უცნობებთან, ბევრი მისტიკა და მაგია – ეს ყველასათვის საყვარელი თემები ქმნის ირეალურ სამყაროში მოხვედრის განუმეორებელ გრძნობას.

ბორხესის “ბაბილონის ბიბლიოთეკამ”, მრავალ სხვა ნაწარმოებებთან ერთად უდიდესი გავლენა იქონია სტრუქტურალისტებზე, პოსტსტრუქტურალისტებზე. პოსტმოდერნისტული რომანების დიდი ნაწილი დღემდე ბორხესის გავლენით იქმნება, მაშინ როდესაც თავად ბორხესს ერთი რომანიც კი არ დაუწერია.

“ალეფი” ნამდვილმა ამბავმა შთააგონა. ერთ-ერთ კონკურსზე მის წიგნს მეორე პრემია მისცეს, ხოლო პირველი პრემია როგორც პროვინციალიზმის სენით დაავადებული ექსცენტრიკებით სავსე საზოგადოებაში ხდება, წიგნ-გროტესკს, რომლის ავტორსაც “ძველი დამსახურებები” და “დიდი ღვაწლი” დაუფასეს. მოთხრობა თვითირონიითაა გაჟღენთილი, სარკაზმით და ცინიზმითაც,

მისი მთელი შემოქმედება ლაბირინთია უამრავი ბილიკით და გზით ყველა მათგანი იკვეთება სადღაც.

მოთხრობაში “ასტერიუსის სახლი” ასტერიუსი მინოტავრია, ურჩხულია, მაგრამ მასაც აქვს თავისი ტკივილი, თავისი სიმართლე და თავისი პირადი ტრაგედია…

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button