JPMorgan: Libra-ს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს
ამერიკულმა ფინანსურმა ჰოლდინგმა JPMorgan-მა გაანალიზა ბლოკჩეინის მასობრივი მიღების ტემპები, Stablecoin-ების სიცოცხლისუნარიანობა და სოციალურ ქსელ Facebook-ის პროექტ Libra-ს პერსპექტიულობა.
JPMorgan-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია (DLT) სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ, მათ შორისაა ბანკები და საფონდო ბირჟები. თუმცა მათი აზრით, ბლოკჩეინის მასიურ გამოყენებამდე ჯერ დიდი დროა.
„ჩვენ ვხედავთ DLT-ის გრძელვადიან პოტენციალს, რომ მას შეუძლია გარდაქმნას ბანკების ბიზნეს-მოდელები, აამაღლოს ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობა და მისი შენახვის საიმედოობა“ – წერენ მკვლევარები.
მათი თქმით, პროგრესის ტემპები დამოკიდებული იქნება იურიდიული და ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება „პლატფორმათშორის ინტეგრაციას“:
‘ბოლო 3-5 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ბლოჩეინ-გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს. თუმცა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ნორმატიულ-სამართლებრივმა საფუძვლებმა და ტექნიკურმა პრობლემებმა, როგორიცაა მაგალითად პლატფორმათშორისი ინტეგრაცია, შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამომავლო პროგრესზე“.
ექსპერტების ანგარიშის თანახმად ბანკები DLT-ს იყენებენ საანგარიშსწორებო-კლირინგ სისტემების შექმნის, აგრეთვე გირაოს მართვის მექანიზმების უზრუნველყოფისთვის. კრიპტოვალუტები მსხვილ მოთამაშეებში პოპულარული ხდება.
„კრიპტოვალუტების ბაზარი ზრდას აგრძელებს. ციფრული აქტივებით ვაჭრობაში ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მონაწილეობა დღესდღეობით შესამჩნევი გახდა“ – აღნიშნავენ მკვლევარები.
Libra-ს პერსპექტივის შესახებ
ანგარიშის ავტორები ჯამში დარწმუნებულნი არიან საგადახდო სისტემა Libra-ს ქმედითუნარიანობაში. თუმცა გარკვეულ ეჭვებს იწვევს ქსელის მასშტაბირების შესაძლებლობა მოკლევადიანი ლიკვიდურობის შესაძლო დეფიციტის პირობებში.
„Libra-ს მსგავს Stablecoin-ებს ზრის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. საბოლოო ჯამში მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა სისტემის შესაძლო კოლაფსმა – განსაკუთრებით კი დატვირთვის ზრდის პერიოდში – შესაძლოა სერიოზული მაკროეკონომიკური შედეგები გამოიღოს“.
ექსპერტები Stablecoin-ებთან დაკავშირებით აცხადებენ:
„მსოფლიო აბსოლუტურად მზად არის კერძო ფულისთვის, უმეტესობა, რასაც ჩვენ ფიატურ ვალუტად მივიჩნევთ, უკვე კერძო საკუთრებაში გაიცა. ”
მეორე მხრივ JPMorgan დარწმუნებულია, რომ Stablecoin-ებს შესაძლოა წინ გადაეღობოს სერიოზული რეგულაციური ბარიერები მანამ, სანამ „დაიწყება ცენტრალური ხელისუფლებებისგან მათი, როგორც გადახდის საშუალებების აღიარება“.