ამონარიდები

ნოდარ დუმბაძე, ნაწყვეტი რომანიდან “მზიანი ღამე”

„უნივერსიტეტი შორიდან უზარმაზარ სკას ჰგავს. მის კართან განუწყვეტლივ ბზუიან ფუტკრები, მუშა და ზარმაცი ფუტკრები, ისინი განუწყვეტელ ნაკადად შედიან და გამოდიან, შედიან და გამოდიან მოჩუქურთმებულ კარში. არის ერთი აურზაური და ორომტრიალი. დღე და ღამე, დღე და ღამე. ლექტორები მოწიწებით იხდიან ქუდებს და, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე თავშიშველი და წელში მოხრილნი შედიან მათთვის ფართოდ გაღებულ კარში. საოცრად ჰგავს უნივერსიტეტი სკას თავისი ფიჭასავით ჩაწყობილი ბიბლიოთეკებით, აუდიტორიებით, მერხებითა და კათედრებით, კართან მდგარი დარაჯებითა და მოფუსფუსე სტუდენტებით. ჰგავს კი არა, უნივერსიტეტი, ალბათ, მართლაც სკაა, უზარმაზარი დევების სკა, დევების კი არა, ღმერთების, თაფლით გატენილი სკა და რა ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ შენც ამ სკაში ცხოვრობ, როგორც ღმერთის სამსახურში მყოფი პატარა ფუტკარი.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button