განხილვავიდეომუსიკა

Dr.Z – უცნობი მარგალიტი

 წარმოგიდგენთ ჯგუფს, რომელსაც ასე უბრალოდ Dr.Z-ს ეძახიან, ამბობენ რომ University of North Wales-ის პროფესორმა ბატონმა Keith Keyes-მა (კლავიში და ვოკალი) თავის ორ სტუდენტთან – დრამზე და ბასზე ჩაწერა ეს ერთადერთი ალბომი, რომელიც ინგლისური პროგრესივ როკის უიშვიათეს და უძლიერეს ალბომს წარმოადგენს. ეს პროფესორი თავის სტუდენტებიანად გაქრა და აღარასოდეს გამოჩენილა სცენის სიახლოვეს.
    ამბობენ, რომ ეს პროფესორი კეიტი იყო, (Keith Keyes ) ხოლო სტუდენტები ლაკე და პალმერი. ((c) Meragur) საუბარია ამ ალბომზე: Dr.Z – Tree Parts To My Soul “Spiritus, Manes Et Umbra” 1971

რაც შეეხება, უშუალოდ ჯგუფის შემოქმედების შეფასებას, მასზე  dixdavid წერს:პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვისმინე ეს ალბომი და შთაბეჭდილება… ეს იყო შოკი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დონის შედევრს აღმოვაჩენდი. ჯერ კიდევ არ მოვსულვარ გონს. აი ახლა უკვე ზედიზედ მესამედ ვუსმენ და ვფიქრობ ეს ბოლო არ იქნება.    ერთერთი ყველაზე მელოდიური ალბომი რაც მე ცხოვრებაში მომისმენია. ასევე აღსანიშნავია მუსიკოსების უმაღლესი ტექნიკური მომზადება, ხოლო კლავიშებზე ვფიქრობ კომენტარიც არ ღირს, რადგან უბრალოდ გენიალურია. პრინციპში იგივე შეიძლება ითქვას ვოკალზე, რომელიც ორგანულად ერწყმის ჯგუფის მრავალსაფეხურიან ჰარმონიებს.
    მიჭირს და არც ვაპირებ კომპოზიციების გამოყოფას, რადგან ვფიქრობ თითოეული მათგანი მინი შედევრია და მათი დახასიათება შორს წაგვიყვანს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ალბომის ხარისხზე. ეჰ ჯანდაბას, ეს ერთი მაინც უნდა განვაცალკევო. In A Token Of Despair – ნამდვილი სასწაულია. არ მეგულება ბევრი ჯგუფი, რომელსაც მსგავსი უკვდავების შექმნა ძალუძდეს.
     შესაძლებელია რამოდენიმე კომპოზიციაში გიტარის ნაკლებობა (უფრო სწორად არარსებობა) იგრძნობოდა, მაგრამ ფორტეპიანო იმდენად სრულყოფილი ინსტრუმენტია და ჯგუფის მეკლავიშე კიდევ ისეთი ჯადოქარი, რომ ეს ნაკლი სრულიად აღმოფხვრილია. ასევე აღსანიშნავია ჰარფსიკორდის უნაკლო და გემოვნებიანი პასაჟები.
მე გადავიკითხე გარკვეული კომენტარები და მუსიკალური კრიტიკა. ბევრი ჯგუფს პროგ როკის ტიპურ წარმომადგენლად მიიჩნევს. ჩემი მოკრძალებული აზრით ჯგუფს პრაქტიკულად არაფერი საერთო არ აქვს პროგ როკთან. შესაძლოა დამემდუროთ, მაგრამ ეჭვი მეპარება ასეთი მელოდიურობის შექმნა რომელიმე დიდ პროგ ჯგუფს (ორიოდე გამონაკლისის გარდა) ხელეწიფებოდა. ეს არის წმინდა წყლის არტ როკი. ამასთან სრულყოფილი, არქეტიპული და იდელაური ნიმუში რაც ჩემი წარმოდგენით შეიძლება არსებობდეს.
    მოკლედ მე ამ ნამუშევარს უმაღლეს შეფასებას ვაძლევ და როკის გიგანტებს შორის ერთერთ უმაღლეს ადგილზე ვაყენებ. ამას ვამბობ მას შემდეგ, რაც აგერ უკვე მეოთხედ მოვისმინე თავიდან ბოლომდე.
    არსებობს ლეგენდა, თითქოს ეს უცნობი პროფესორი სხვა არავინ იყო თუ არა კიტ ემერსონი და ELP–ის სხვა წევრები. სიმართლე გითხრათ ეს ამბავი მე ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რადგან ჩემი ემერსონის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეჭვი მეპარება მას მელოდიის ისეთი მახვილი განცდა ჰქონოდა, როგორც ამ კომპოზიციების ავტორს. გარდა ამისა, სტილიც სულ სხვაა.
    ჯგუფის მუსიკას მე უფრო ისეთ  არტ გიგანტებს შევადარებდი, როგორებიცაა პროკოლ ჰარუმი და რენესანსი. ასევე ელტონ ჯონი, რომელიც იმ პერიოდში შედევრს შედევრზე ქმნიდა. თამად შემიძლია ვთქვა ეს ნამუშევარი ზემოხსენებული გენიოსების შედევრებს არაფრით არ ჩამოუვარდება და ზოგ კომპონენტში ჩრდილავს კიდეც. თქვენ წარმოიდგინეთ, ვფიქრობ რაღაც პარალელის გავლენა ქუინის ადრეულ, 1973-1974 წლებში ჩაწერილ ალბომებთანაც (რომლებიც ჩემი აზრით საუკეთესოა ჯგუფის შემოქმედებაში) შეიძლება.
    ყოველგვარი ეჭვის გარეშე შემიძლია განვაცხადო, ეს ჯგუფი იმსახურების ასეთი დიდი მუსიკალური აქტების გვერდით დგომას.

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button