განხილვალიტერატურა

მამამზე და ჭიაბერ ერისთავები – პერსონაჟების განხილვა

ეს ორი დიდებულიც იმავე გზას ადგას, რომელმაც ისინი უფრო მეტი დიდების კარიბჭესთან კი არ მიიყვანა, პირიქით, ამ გზით უბედურებამ ტაატით იარა და ბოლოს მათსავე ოჯახსა და ციხე-დარბაზს ეწვია. ქვეყნის მოღალატეს ურმით დასდევს სამართლიანი განაჩენი და ბოლოს მაინც წამოეწევა მას – ესეც ისტორიის კანონზომიერება გახლავთ.

მამამზე ერთგული თანამებრძოლი იყო ბაგრატ მესამისა, ბრძოლის ველზე სიკვდილს გადაარჩინა ბაგრატის ვაჟი გიორგი პირველი.
არც გიორგი ჩანს უმადური. მეფისა და ერისთავის მამაშვილური მეგობრობა თითქოს უხინჯო უნდა იყოს, მაგრამ აქაც თავს იჩენს პირველობის პატივმოყვარე, „უჩემოდ ვინ იმღერეთას“ ჟინი.
ხელოვნურად და ვერაგულად დადგმული შინააშლილობის სურათებს ვხედავთ ჭიაბერისა და გიორგი პირველის დაპირისპირების მაგალითზე.
მაშინ, როცა მცხეთაში საახალწლოდ მეფესთან ჩაბრძანებული მამამზე ერისთავი ფარისევლურად ლოცავდა ტახტისმპყრობელს: „მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველმან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედავი ტახტისა შენისა“-ო, მისი ვაჟი ჭიაბერი მეფის ჩამოსაგდებად ხალხს აჯანყებდა. რაც ასეა გადმოცემული მისი ძუძუმტის, შავლეგ ტოხაისძის მიერ:
„ბერძნებს ეს სწადიათ ჩვენი, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვძარცვონ, მათი ჩავიცვათ. ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა“
რომელი ბერძენთმოყვარე გიორგი იყო?
ტოხაისძის სიტყვებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ არავითარი იდეოლოგიური საფუძველი ამ შინაომს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ამ ომის სამწუხარო შედეგი ის იყო, რომ ქორსატეველას ციხეში გვერდიგვერდ ჩაწვნენ ძმების მიერ განგმირული ძმები, რომ მტრის წინააღმდეგ გასაღები სიცოცხლე მოღალატის იარლიყით დაასრულეს ბრძოლებში გაჭაღარავებულმა ლომკაცმა მამამზემ და მისმა ვაჟმა, ასევე რჩეულმა მებრძოლმა ჭიაბერმა.
ამ ომს შეეწირნენ მეფის საუკეტესო მხედრები და ერისთავი გირშელ, რომელიც გარეშე მტრებთან ბრძოლებს ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ აჩეხეს გაუგონარი სისასტიკით.
ამ სიუჟეტითაც შინააშლილობის მიზეზად ისევ ავადმყოფური პატივმოყვარეობა და უცხო ქვეყნის ნებაზე კუნტრუში გვევლინება, ჭიაბერის მკვლელობის შემდეგ კი – შურისძიების გრძნობა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button