ზღაპარისაბავშვო

სალამანური ყურძენი – იტალიური ზღაპარი

ერთ ხელმწიფეს მზეთუნახავი ქალი ჰყავდა, მეზობელი ქვეყნის ხელმწიფეს კი — სამი ჭაბუკი და სამივეს ის მზეთუნახავი უყვარდა. ერთხელ ქალის მამამ უფლისწულები დაიბარა და უთხრა:
_ ხომ იცით, სამივე ჩემთვის ერთნი ხართ, უპირატესობას ვერც ერთს ვერ მოგცემთ, ჰოდა, ჩემი შვილის გულისთვის ჩხუბი რომ არ მოგივიდეთ, ისე მო-იქეცით, როგორც დაგარიგებთ: წადით, შვილებო, მოიარეთ ქვეყანა და ექვსი თვის შემდეგ რომელიც უკეთეს საჩუქარს მომიტანს, ქალს იმას მივათხოვებო.
გაუდგნენ ჭაბუკები გზას. იარეს, იარეს და ერთგან, სადაც შარაგზა სამად გა-იტოტა, ერთმანეთს დაშორდნენ.
გავიდა ერთი თვე, ორი თვე, სამი, იარა უფროსმა ძმამ, იარა, მაგრამ მზეთუ-ნახავის საკადრისი საჩუქარი ვერ იშოვა. ბოლოს ერთ შორეულ ქვეყანაში მივი-და და ფუნდუკში დაბინავდა. უკვე მეექვსე თვე დაიწყო, უფლისწულს იმედი გადაუწყდა, იჯდა ფუნდუკში დანაღვლიანებული და ფიქრობდა, რა ვქნა, უკან ხელცარიელი როგორ დავბრუნდეო. ამ დროს მჭახე ხმა შემოესმა:
— ხალიჩები, ხალიჩები, ოსტატურად ნაკეთები!
უფლისწულმა ფანჯრიდან გაიხედა.
— იყიდეთ, სინიორ, საუცხოო ხალიჩაა!
— აბა, რად მინდა, ხალიჩა. ჩემს სასახლეში სამზარეულოც კი ხალიჩებითაა მოფენილი, — მიუგო უფლისწულმა ვაჭარს.
— ასეთი ხალიჩა მაინც არ გექნებათ. ამის საიდუმლო რომ იცოდეთ, უარს აღარ იტყოდითო, — უთხრა ვაჭარმა.
— რა ხალიჩაა ისეთიო?
— მფრინავი ხალიჩა გახლავთ. შედგამთ თუ არა ზედ ფეხს, ხელად ღრუბ-ლებში აგაფრენთო.
გაუხარდა უფლისწულს, თითები აატკაცუნა.
— რასაც ვეძებდი, სწორედ ის არის, რამდენი მოგართვათ მაგ ხალიჩაშიო?
— ასი სკუდო, არც მეტი და არც ნაკლებიო, — მიუგო ვაჭარმა.
— კეთილი, — თქვა უფლისწულმა და ჩაუთვალა ვაჭარს ასი სკუდო.
მერე ხალიჩაზე შედგა. ხალიჩა ღრუბლებში აიჭრა, გადაატარა მთა-ბარი და იმ დუქანთან დაეშვა, სადაც ძმებს შეკრების ადგილი ჰქონდათ დათქმული. შე-ვიდა უფლისწული დუქანში, ძმები მოიკითხა, მაგრამ ჯერ არც ერთი არ დაბ-რუნებულიყო.
სად არ იყო შუათანა ძმა, რომელი ქვეყანა არ მოიარა, მაგრამ მზეთუნახავის საკადრისი საჩუქარი ვერც იმან იშოვა. ერთ დღეს მეწვრილმანეს შეეყარა ქუჩა-ში.
— ჭოგრიტი, ჭოგრიტი, ვის გინდათ, საუცხოო ჭოგრიტი, ახლგაზრდა სინი-ორ, ხომ არ იყიდით ჭოგრიტსო? — ჰკითხა ვაჭარმა.
— რად მინდა, ჭოგრიტების მეტი რა მაქვს შინ. მერე როგორი ჭოგრიტებია, სულ ერთი მეორეზე უკეთესიო, — მიუგო უფლისწულმა.
— დამენაძლევეთ, რომ ასეთი ჭოგრიტი თქვენს სასახლეში თვალით არავის უნახავსო, — უთხრა ვაჭარმა.
— რა ისეთი განსაკუთრებული ჭოგრიტიაო?
— ოო, საოცარი ჭოგრიტია, ბატონო. ასი ვერსის მანძილზე, კედლის მიღმაც კი დაგანახვებთ ყველაფერსო!
— მზეთუნახავის საკადრისი საჩუქარი მიშოვნია და ეგ არისო, — გაუხარდა შუათანა ძმას. მერე ვაჭარს ჰკითხა — რა ღირს ჭოგრიტიო?
— ასი სკუდო, არც მეტი და არც ნაკლებიო.
— აჰა, წაიღე ასი სკუდო და ჭოგრიტი მომეციო.
იყიდა შუათანა ძმამ ჭოგრიტი და იქით გაეშურა, სადაც ძმებს უნდა შეხვედ-როდა. დუქანში რომ მივიდა, იქ უფროსი ძმა დახვდა. ახლა უმცროსს დაუწყეს ლოდინი.
იარა უმცროსმა ძმამ, იარა, ექვსი თვე მუხლი არ ჩაუკრეფია, მაგრამ მზეთუ-ნახავის საკადრისი საჩუქარი ვერ იშოვა. გაბოროტებული და იმედგაცრუებუ-ლი ჭაბუკი უკან გაბრუნდა და გზაში ხილით მოვაჭრეს შეეყარა.
— ვის უნდა სალამანური ყურძენი. იყიდეთ სალამანური ყურძენიო! — გაი-ძახოდა.
უფლისწულს სალამანური ყურძენი არ ენახა, მის სამშობლოში ამ ჯიშის ყურძენი არ მოდიოდა და დაინტერესდა.
— მიჩვენე ერთი, როგორია სალამანური ყურძენიო?
— საუცხოო ყურძენია, სინიორ. გემრიელიც არის და საოცარი ძალაც აქვსო.
— მაინც როგორი ძალა აქვსო?
_ ამ ყურძნის ერთი კუფხალი მომაკვდავს ფეხზე დააყენებსო, — მიუგო ვა-ჭარმა.
— როგორ ჰყიდიო?
_ თქვენ, სინიორ, თითო კუფხას ას სკუდოდ მოგართმევთ. არც მეტი მინდა, არც ნაკლებიო.
უმცროს ძმას სამასი სკუდოღა ედო ჯიბეში, იყიდა სამი კუფხალი. სათითა-ოდ გაახვია და ზარდახშაში ჩადო, მერე ძმებისკენ გაეშურა.
შეიყარნენ სამივენი დუქანში, გამოჰკითხეს ერთმანეთს, შენ რა მოგაქვს, შენ — რაო.
— მე ერთი ხალიჩა ვიყიდე, ეგ არის და ეგო, — თქვა უფროსმა.
— მე ჭოგრიტიო, — თქვა შუათანამ.
— მე კი ცოტა ხილი, მეტი არაფერიო, — თქვა უმცროსმა.
— ნეტავი შინ რა ამბავია, ან მზეთუნახავი როგორ არისო? — იკითხა ერთმა.
აიღო შუათანა ძმამ ჭოგრიტი, ჯერ თავის სასახლისკენ გაიხედა, იქ ყველა-ფერი რიგზე იყო, მერე მეზობელი სახელმწიფოსკენ შეატრიალა ჭოგრიტი, სა-დაც მზთუნახავის სასახლე იდგა და ელდა ეცა.
— რა იყო, რა დაინახეო? — ჰკითხეს ძმებმა.
— თქვენს მტერსა და ავის მოსურნეს, ძმებო. მზთუნახავის სასახლისკენ კა-რეტები მიჰქრიან. ხალხი ტირის, მოთქვამს, თმას იგლეჯს. სასახლეში ექიმი და მოძღვარი ვიღაცას სასთუმალთან უსხედან. ვაი, ეს ხომ ჩვენი მზეთუნახა-ვია, ფერმიხდილი, უგონო… ძმებო, მზეთუნახავი კვდება.
— რაღა ვქნათ? ორმოცდაათ ვერსზე მეტი დაგვრჩა გასავლელი.
—დარდი ნუ გაქვთ, ხელად იქ გავჩნებით, — წამოიძახა უფროსმა ძმამ და თავისი ხალიჩა გაშალა. — აბა, მარდად, დასხედით ხალიჩაზეო.
დასხდნენ თუ არა, ხალიჩა მიწას მოსწყდა და სასახლისკენ გაფრინდა. უკან მიხედვაც ვერ მოასწრეს, რომ მზეთუნახავის ფანჯარაში შეფრინდა ხალიჩა და ქალის საწოლთან დაეშვა.
უმცროსმა ძმამ ფაციფუცით გახსნა თავისი ზარდახშა, ამოიღო სალამანური ყურძნის სამივე კუფხალი და ერთი კუფხალი პირში ჩაუდო გონმიხდილ ქალს, მზეთუნახავმა, როგორც კი გადაყლაპა ყურძნის კუფხალი, მაშინვე თვა-ლი გაახილა. უფლისწულმა სწრაფად მეორე კუფხალიც ჩაუდო პირში. ქალს ფერი მოუვიდა, მესამე კუფხალიც რომ შეაჭამა, ღრმად ამოიხვნეშა, გაიზმორა, ფეხზე წამოდგა და მოახლეს უბრძანა: — ჩემი ყველაზე ლამაზი კაბა მომიტა-ნეო.
სიხარულით ცას ეწია დიდი და პატარა.
— ესეც ასე, მე გავიმარჯვე, სასწაულმოქმედი ყურძენი რომ არ მეშოვა, მზე-თუნახავი აღარ გვეყოლებოდა, ამიტომ ქალი ჩემიაო, — თქვა უმცროსმა ძმამ.
— არა, ძმაო, ცდები, — წამოიძახა შუათანამ, ჭოგრიტი რომ არ მეყიდა, საი-დან გაიგებდით, რა უჭირდა მზეთუნახავს. აქ რომ მოვიდოდით, სალამანური ყურძენი ქალს რაღას უშველიდა, ამიტომ მზეთუნახავი ჩემიაო.
— ხელმწიფის ქალს მე ვერავინ წამართმევს, სად თქვენი საჩუქარი და სად ჩემი. ამ ხალიჩით დროზე რომ არ მოვსულიყავით სასახლეში, რის მაქნისი იქ-ნებოდა ან ეგ ჭოგრიტი, ან სალამანური ყურძენიო? — უთხრა უფროსმა უფ-ლისწულმა ძმებს.
ჩხუბითა და კინკლაობით ისე მოაბეზრეს თავი ხელმწიფეს, რომ ადგა და თავისი ქალი სხვას მიათხოვა, ის კაცი თურმე სასახლეში ხელცარიელი მიბ-რძანებულიყო.
მონტალე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button