ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მიაღწევს თუ არა Bitcoin-ი 100 ათას აშშ დოლარს – რას ამბობენ კრიპტო ქომიუნითის წევრები

Bitcoin-ის ფასის 10 ათას აშშ დოლარამდე ასვლამ დიდი ყურადღება მიიპყრო – ამ ფსიქოლოგიური დონის გადალახვის შემდეგ ბევრი პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ პირველი კრიპტოვალუტა ზრდას გააგრძელებს. 

მაშ ასე, საინვესტიციო კომპანია Morgan Creek Digital-ის პარტნიორმა ენტონი პომპლიანომ განაცხადა, რომ კვლავ ელის 2021 წლისთვის Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე გაზრდას. მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასს ასეთი დონისკენ უბიძგებს, იქნება შეზღუდული ემისია გაზრდილ მოთხოვნასთან კომბინაციაში. 

იმის შესახებ, რომ მაისში მოსალოდნელი ჰალვინგი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პირველი კრიპტოვალუტისთვის და ბევრად გაზრდის მის ფასს, პომპლიანომ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა. 

BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ ჰეიესიც პოზიტიურადაა განწყობილი და მხოლოდ ერთ – აღმავალ მიმართულებას მოელის: 

„ნელი ტემპით, მაგრამ თავდაჯერებულად გავიმარჯვებთ რბოლაში. დასაწყისისთვის 20 ათას აშშ დოლარამდე ავალთ“ –  დაწერა მან. 

ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა ვილი ვუმ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიღწევის მიღმა დგას „ინვესტორების ფუნდამენტური აქტივობა“, რომელიც აძლიერებს ფასის მოძრაობას. 

ცნობილი Youtube-არხის წამყვანმა IvanOnTech-მა ყველას მიულოცა, ვინც ორწლიანი კრიპტო-ზამთარი გადაიტანა. 

hodlonaut ქომიუნითის წარმომადგენელმა კი მეტად თამამი განცხადება გააკეთა: 

„პროგნოზების დროა: ჩვენ ვეღარასდროს ვიხილავთ Bitcoin-ს 10 ათასდოლარიანი ნიშნულის ქვემოთ“. 

აღსრულდება თუ არა ეს პროგნოზი, დრო გვიჩვენებს. 

შეგახსენებთ, რომ 10 ათასდოლარიან წლიურ მაქსიმუმზე Bitcoin-ი გავიდა კვირას, 9 თებერვალს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button