ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

მალე გამოვა მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 865 Plus

გასული წლის დეკემბერში დაანონსდა მობილური პროცესორი Snapdragon 865, რომელმაც ტექნოლოგიების თაყვანისმცემლები გააოცა თავისი შესაძლებლობებით და ლიდერი გახდა Android-მოწყობილობების ბაზარზე. მის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს შორისაა კომპიუტერული ხედვის ძრავი 8K ვიდეოფორმატის მზარდაჭერითა და ფოტოების 200-მეგაპიქსელიანი გაფართოებით. ჩიპს ასევე გააჩნია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავების ორჯერ სწრაფი შესაძლებლობა წინამორბედებთან შედარებით.

Snapdragon 865-ს აქვს კამერებისთვის განკუთვნილი მულტიპიქსელიანი დამუშავების მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა ტაქტის სიხშირის გაზრდის გარეშე დამუშავდეს მეტი ინფორმაცია ერთ ტაქტზე. შედეგად მცირდება ენერგომოხმარება, იზრდება მუშაობის პერიოდის ხანგრძლივობა დამუხტვებს შორის, იზრდება კამერის გაფართოება და ხელოვნური ინტელექტი ხდება უფრო ჭკვიანი.

მიუხედავად ამისა, მობილური მოწყობილობების ბაზარზე კონკურენცია დიდია და მწარმოებელ კომპანიებს არ სურთ კონკურენტებს შანსი მისცენ. გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკვე უნდა გამოვიდეს პროცესორი Snapdragon 865 Plus. ვებ-გვერდ Weibo-ზე არსებული ბლოგის თანახმად ამ მოდელის გამოსვლა მესამე კვარტალშია მოსალოდნელი. დაახლოებით ორ თვეში შევიტყობთ ახალი სისტემის სპეციფიკაციებს.

მოსალოდნელია, რომ წარმადობა 15%-ით გაიზრდება სტანდარტულ Snapdragon 865-თან შედარებით და გაუმჯობესდება გარკვეული ფუნქციონალური შესაძლებლობები. აქცენტი კეთდება გეიმინგ შესაძლებლობებზე, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი, ხმოვანი ტექნოლოგიები, თამაშებთან დაკავშირებული აპარატული და პროგრამული შესაძლებლობები გაუმჯობესდება. შესაძლოა ასეთი პროცესორი მცირერიცხოვანი გეიმინგ სმარტფონების შემადგენლობაში შევიდეს.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button