ორმოცზე მეტი გერმანული ბანკი აპირებს Bitcoin-კასტოდიანად გახდომას
გერმანიის ფედერალური ფინანსური სამეთვალყურეო ორგანოს (BaFin) მონაცემებით უკვე ორმოცზე მეტი ბანკია დაინტერსებული – მიიღონ ლიცენზია კრიპტოსავალუტო დეპოზიტარულ სერვისებზე – გვაცნობებს Handelsblatt.
2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა განახლებული კანონი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც საჭიროებს ლიცენზიის მიღებას, რათა დაწესებულებამ მომხმარებლებს წარუდგინოს ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით.
კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დრომდე მუშაობდნენ ამ სფეროში, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ნოემბრამდე, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან მარტამდე აცნობონ BaFin-ს, რომ აპირებენ ნებართვის მიღებას.
გამომცემლობის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ბერლინურმა ბანკმა – SolarisBank AG. ძველად ბანკმა დაარეგისტრირა შვილობილი კომპანია Solaris Digital Assets კრიტოსავალუტო კასტოდიალური მომსახურების გაწევისთვის.
SolarisBank-ის კრიპტო-ბანკინგის განყოფილების ხელმძღვანელის – მიკაელ ოფერმანის თქმით ციფრული აქტივები კარდინალურად ცვლიან ბაზარს.
„როგორც კი გამარტივდება Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა-შენახვა, ჩვენ მნიშვნელოვან ზრდას მოველით“ – დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გერმანიაში ქვეგანყოფილება გახსნა კრიპტოვალუტების კასტოდიალური სერვისების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია BitGo-მ.