
ახალი პერსონალური კომპიუტერი მონობლოკის სტილში – Xiaomi Ningmei CR600
ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Xiaomi Youpin-ზე წარმოდგენილია „ყველაფერი ერთში“ – კატეგორიის ახალი დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR600, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული.
მონობლოკს 23.8-დუიმიანი IPS-დისპლეი აქვს. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, ხედვის კუთხე – 178 გრადუსს. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე 130 მილიმეტრის ფარგლებში.
მოწყობილობაში გამოყენებულია Coffee Lake თაობის პროცესორი. ეს შესაძლოა იყოს ექვსბირთვიანი ჩიპი Core i5-9400 (2,9–4,1 გჰც) ან ოთხბირთვიანი პროცესორი Core i3-9100 (3,6–4,2 გჰც). ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 630.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში კონფიგურაციის მიხედვით გამოყენებულია 512 ან 256 გბ SSD და 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი.
მონობლოკის არსენალში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი, ოთხი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10.
მოწყობილობის ფასი 450 აშშ დოლარიდან იწყება. კომპლექტში შედის უსადენო მაუსი, უსადენო კლავიატურა და მაუსპედი.