ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიპროექტი

Bitcoin-ის Sidechain-ში გაუშვეს MakerDAO-ს DeFi-პროექტის ანალოგი

სტარტაპმა, სახელად Money on Chain, აამოქმედა DeFi-პლატფორმა Bitcoin-ის Sidechain-ის ბაზაზე. მასში განხორციელდება საკრედიტო სფეროს პროდუქტების შექმნა – აცხადებს CoinDesk.

Money on Chain-ის DeFi-ეკოსისტემა დაფუძნებულია სამ ტოკენზე. ესენია:

Dollar on Chain (DoC) — დაკავშირებულია ამერიკულ დოლართან და უზრუნველყოფილია Bitcoin-ებით (MakerDAO-ში არსებული DAI-ს ანალოგი);

Chain tokens (MoC) — უზრუნველყოფს ხმის უფლებას (MakerDAO-ში არსებული MKR-ის ანალოგი);

BitPRO (BPRO) — უზრუნველყოფს პასიურ შემოსავალს BTC-ის საკომოსიოდან, რომელიც გროვდება სისტემის მომხმარებლებისგან.

MoC ტოკენსეილი 2020 წელს ჩატარდება. ინვესტორების სახელები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ხმის უფლებას ფლობენ, ჯერჯერობით უცნობია.

“DoC-ის მინთინგი ნიშნავს DoC-ზე Bitcoin-ების ფაქტიურ გაყიდვას, რადგანაც უკან არ დაგიბრუნდებათ Bitcoin-ის პირვანდელი რაოდენობა – ყველაფერი დამოკიდებულია კურსზე. BPRO შესაძლებელია განიხილოს, როგორც სესხი“ – ხაზი გაუსვა პროექტის თანადამფუძნებელმა.

Money on Chain-ს MakerDAO-სგან მნიშვნელოვანი განმასხვავებლები აქვს. თუკი MakerDAO-ში მომხმარებლები უზრუნველყოფას პირვანდელი სახით იბრუნებენ, Money on Chain-ის შემთხვევაში უზრუნველყოფის ღირებულება შესაძლებელია იყოს პირვანდელზე მაღალი ან დაბალი.

პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ იურისდიქციაში წვდომის ბლოკირებას იურიდიული ტავსებადობისთვის.

მოცემული მომენტისთვის Money on Chain ურუგვაის არაკომერციული ნდობის მიღების პროცესშია, RSK-ის დამფუძნებელი დიეგო გუტიერესი მოლაპარაკებებს აწარმოებს MakerDAO-ს ანტრეპრენერებთან ეკოსისტემების დაახლოების შესახებ.

მისი თქმით, RSK-ის ფედერაციაში 15 მონაწილე დარჩა. დაფუძნების პერიოდში მათი რიცხვი 25 იყო. RSK Sidechain-ის მთავარი ქსელი ამოქმედდა 2018 წლის იანვარში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button