ისტორიაპიროვნება

ის ყველა ჩვენს თხოვნას აკმაყოფილებდა…

,ჩვენი ხალხის უდიდესი ბელადი – სტალინი – აღარ არის. აღარ არის ძალა – უდიდესი, ზნეობრივი, საზოგადო.

ძალა, რომელშიც ჩვენი ხალხი თავის ძალას გრძნობდა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ის მრავალი წლის მანძილზე ატარებდა ქვეყანას გამარჯვების გზაზე. ყოველ საქმეს ხსნიდა – რაც მიიუღწეველი და შეუმჩნეველი იყო ჩვეულებრივი ჭკუისათვის.

მისი დაძაბული შრომისა და გამარჯვებების შესახებ დიდი სამამულო ომის დროს, საომარი მოქმედებების, მისი გენიალური ხელმძღვანელობის შესახებ, რომელმაც გამარჯვება მოგვცა ჩვენ ძლიერ მტერზედ და საერთოდ ფაშიზმზე. მისი დიადი ქმედებანი საუკუუნეების მანძილზედ იცოცხლებენ.

ჩვენ მისთვის სალოცავად შეკრებილები, მდუმარედ გვერდს ვერ ავუვლით მის ყოველჟამს კეთილისმყოფელ, თანამგრძნობ დამოკიდებულებას ჩვენს საეკლესიო გასაჭირთან. არც ერთი საკითხი, რომლითაც ჩვენ მისთვის არ მოგვიმართავს, არ ყოფილა მისგან უარყოფილი.

ის ყველა ჩვენს თხოვნას აკმაყოფილებდა. მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გაკეთდა ჩვენი ეკლესიისთვის – მისი უშუალო მითითებით – არნახული შემობრუნება მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი მდგრადობისათვის. დაუვიწყარია მისი ხსოვნა ჩვენთვის.

ჩვენი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, დასტირის რა – მის წასვლას ჩვენგან, აცილებს მას უკანასკნელ გზაზე მხურვალე ლოცვით. ჩვენთვის ამ მწუხარე დღეებში, ჩვენი მამულის ყოველი კუთხიდან არქიელებისაგან, სამღვდელოებისაგან და მორწმუნეთაგან, უცხოეთიდან ეკლესიების მეთაურთაგან და წარმომადგენლებისაგან, როგორც მართლმადიდებლურისაგან ასევე სხვებისაგან, მე ვღებულობ აუღწერელი რაოდენობის დეპეშას, რომელშიც იუწყებიან მისთვის ლოცვების შესახებ და გამოხატავენ მწუხარებას ჩვენი – ამ სამწუხარო დანაკლისის გამო.

ჩვენ მისთვის ვლოცულობდით, როცა მოვიდა ცნობა ავადმყოფობის შესახებ – და აწ, როდესაც ის აღარ არის, ჩვენ ვლოცულობთ მისი უკვდავი სულის სიმშვიდისათვის. გუშინ ჩვენმა განსაკუთრებულმა დელეგაციამ ყოვლად უწმინდეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის – ციმბირის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს პალლადის – უკრაინის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს ნიკონის და პროტოპრესვიტერის მამა ნიკოლოზის შემადგენლობით – მის კუბოსთან მიიტანა გვირგვინი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახით, მუხლი მოიყარა მისი ძვირფასი ნეშტის წინაშე.

ლოცვა, აღვლენილი ქრისტიანული სიყვარულით აღწევს ღმერთამდის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ლოცვა გარდაცვლილის შესახებ – შესმენილი იქნება ღმერთის მიერ და ჩვენს საყვარელ და დაუვიწყარ – ერების მამას – ჩვენი ლოცვით და მხურვალე სიყვარულით – დავუმკვიდრებთ სამარადისო ხსოვნას.“ ასე დაასრულა თავისი სიტყვა – სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ – სტალინის პანაშვიდზე.

Source
https://feedc.com/user/goridaily

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button