სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი და ახალი ათწლეული დადგება, ამიტომ ბევრი გამომცემლობა აკეთებს გასული პერიოდის შეჯამებას და წარმოგვიდგენს სხვადასხვა ტოპ-ათეულს. ამჯერად ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა ჟურნალი TIME, რომელმაც წარმოადგინა 2009-2019 წლებში გამოშვებული საუკეთესო თამაშების ათეული. გამომცემლობის ჟურნალისტებმა არა მარტო ჩამონათვალი შეადგინეს, არამედ ახსნეს კიდეც თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი.
- 1. Grand Theft Auto V (2013).
მეხუთე ნაწილი Rockstar-ის ცნობილი ფრანშიზის პიკად იქცა, იგი აერთიანებს თავბრუდამხვევ სამყაროსა და ამბიციურ ისტორიას. თამაშმა აგრეთვე მოიპოვა ყველა დროის ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქტის წოდება.
- 2. The Legend of Zelda: Breath of the Wild (2017).
ამ თამაშის გამოშვებით Nintendo-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას თანამედროვე თამაში ღია სამყაროთი, რომელიც მოცემულ ჟანრში სხვა თამაშებს კონკურენციას გაუწევს.
- 3. Fortnite (2017).
შესაძლოა სამეფო თამაშებმა პოპულარობა მოიპოვეს PlayerUnknown’s Battlegrounds (PUBG) წყალობით, თუმცა Fortnite-მა შეძლო მოცემული რეჟიმი კულტურულ ფენომენად ექცია.
- 4. Dark Souls (2011).
სტუდია FromSoftware-ის ქმნილების გავლა ყველამ ვერ შეძლო, თუმცა მათ, ვინც ეს მოახერხა, სხვებიც შთააგონეს წარმატებით.
- 5. League of Legends (2009).
ათი წლის წინ გამოსულმა League of Legends-მა ხელი შეუწყო ჟანრ MOBA-ს განსაზღვრას და შედეგად იქცა ოქროს სტანდარტად კიბერსპორტის სეგმენტში.
- 6. Pokemon Go (2016).
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Pokemon Go არ გითამაშიათ, მის შესახებ გაგონილი მაინც გექნებათ დიდი ალბათობით. მეექვსე ადგილი პროექტს უზარმაზარი მასშტაბისთვის ერგო.
- 7. Minecraft (2009).
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა. პრაქტიკულად ყველამ იცის, რას წარმოადგენს Minecraft და რელიზიდან ათი წლის შემდეგაც კი იგი ყველაზე პოპულარული თამაშია YouTube-ზე.
- 8. The Elder Scrolls V Skyrim (2011).
Bethesda-ს საკულტო როლურ თამაშს TIME-ის ჟურნალისტებმა მერვე ადგილი მიანიჭეს მაღალი ხარისხისა და გასაოცარი გამძლეობის, გრძელვადიანობის გამო.
- 9. Portal 2 (2011).
თავსატეხის მეორე ნაწილმა გაზარდა პირველი ნაწილის ყველა დამსახურება და წარმოდგენილია ხარისხიანი სიუჟეტით, უფრო საინტერესო მექანიკითა და იარაღებით.
- 10. Disco Elysium (2019).
ათწლეულის თამაშების იდეალური დასასრული. TIME-ის ჟურნალისტები Disco Elysium-ს უწოდებენ თამაშს, რომელიც წარსულში გადავიდა, თუმცა ამავე დროს მომავლისკენაა მიმართული.
TIME-მა ცალკე აღნიშნა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში გეიმინგ ინდუსტრია იქცა გართობის სფეროში ყველაზე მომგებიან ინდუსტრიად და გაუსწრო კინოფილმებს, მუსიკასა და ტელევიზიასაც კი.